შენგელიას სუპერმატჩი ევროლიგაში – თოკო “ბაიერნთან” MVP გახდა [VIDEO]

ევროლიგის მორიგ ტურში “ვირტუსი” “ბაიერნს” ესტუმრა და 82:72 დაამარცხა. მატჩის საუკეთესო მოთამაშე საქართველოს ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია გახდა.
ტრავმიდან ახლად დაბრუნებულმა თოკომ 28:08 წუთში 20 ქულა, 6 მოხსნა, 6 შედეგიანი პასი და 2 დაფარება მიითვალა.
“ბაიერნიდან” დევინ ბუკერმა 28:34 წუთში 21 ქულა, 8 მოხსნა და 2 ასისტი დააგროვა.
“ვირტუსი” ევროლიგაში 7 მოგებითა და 15 მარცხით მე-16 ადგილს იკავებს და მორიგ შეხვედრას 20 იანვარს იტალიის ჩემპიონატში “კრემონას” წინააღმდეგ გამართავს.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში