შენგელიას ორმაგი დუბლი და MVP-ის ტიტული “ვენეციასთან” მოგებულ მატჩში

თორნიკე შენგელია წარმატებულ თამაშს იტალიის ჩემპიონატშიც აგრძელებს. შეგახსენებთ, “ვირტუს ბოლონიას” ქართველმა ცენტრმა ევროლიგის წინა ტურში “ფენერბაჰჩესთან” 35 ქულა ჩააგდო. დღეს იტალიის სერია A-ს მორიგ ტურში ბოლონიელებმა “ვენეციას” უმასპინძლეს და 85:74 დაამარცხეს, ქართველი ფორვარდი კი მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა.
შენგელიამ სასტაერტო ხუთეულში ითამაშა, მოედანზე 30 წუთი გაატარა და ორმაგი დუბლი შეასრულა. ქართველმა ფორვარდმა 9-დან 7 ორქულიანი და 2-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, 1 სამიანი კი ააცილა. საქართველოს ნაკრების კაპიტნის ანგარიშზე მთლიანობაში 16 ქულა, 10 მოხსნა, 5 პასი და 3 ჩაჭრა დაგროვდა. შენგელიას
სარგებლიანობის კოეფიციენტმა 30 შეადგინა, რაც ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო შედეგი გახლდათ.
ვენეციელთა შემადგენლობაში იყო გიგა ჯანელიძე, რომელიც მოედანზე არ გამოსულა. 13 მოგებითა და 5 მარცხით “ვირტუსი” მე-3 ადგილზეა. შემდეგ ტურში, 9 თებერვალს, “ვირტუსი” სტუმრად “ტორტონას” დაუპირისპირდება.
GBF.GE

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში