შენგელიას მცირე ტრავმის გამო სერია A-ს პირველ ტურში არ უთამაშია

“ვირტუს ბოლონიამ” იტალიის სერია A თორნიკე შენგელიას გარეშე და მძიმე გამარჯვებით დაიწყო. პიველი ტურის მატჩში ბოლონიელები სტუმრად ლიგის ახალბედა გუნდს, “ტრაპანის” შეხვდნენ და გამარჯვება ურთულეს ბრძოლაში მოიპოვეს – 89:88.
არადა, “ვირტუსმა” თამაში კარგად დაიწყო და დიდ შესვენებამდე 18-ქულიან უპირატესობასაც ფლობდა, მაგრამ იმდენი მოახერხა, რომ ბოლო პერიოდში მასპინძლებს თამაშის გადარჩენის შანსი გაუჩინა. გადამწყვეტი ბოლო წამებზე ალესანდრო პაიოლას ზუსტი საჯარიმო სროლები აღმოჩნდა.
“ვირტუსს” 15 ქულით მარკო ბელინელიმ ულიდერა, ორმაგი დუბლით კი ხორვატი ანტე ჟიჟიჩი გამოირჩა – 11 ქულა, 11 მოხსნა.
GBF.GE
173606:&catid=141:&Itemid=299″ target=”_blank”>
შენგელიას 17 ქულა საკმარისი არ აღმოჩნდა – “ვირტუსი” სუპერთასის ფინალში დამარცხდა