შენგელიას “ვირტუსმა” ევროლიგის პირველი გამარჯვება ბელგრადში, “პარტიზანთან” მოიპოვა

თორნიკე შენგელიას და მისი გუნდის პირველი გამარჯვება მიმდინარე ევროლიგაში. “ვირტუს ბოლონიას” აქამდე 4 წაგება ჰქონდა, სეზონის პირველი მატჩი კი ბელგრადში, ყველაზე მხურვალე ქომაგების გუნდთან, “პარტიზანთან” მოიგო. ბოლონიელებმა შეხვედრა უაღრესად დაძაბულ ბრძოლაში, 1 ქულით, უილ კლაიბერნის ორქულიანით – 70:69 მოიგეს.
ბოლონიელებმა პირველი ტაიმი 5 ქულით დათმეს (32:37), ხოლო ბოლო მეოთხედის წინ 4 ქულას აგებდნენ – 57:61. შენგელიას გუნდმა ბოლო მეოთხედი 13:8 მოიგო და მატჩიც გამარჯვებით დაასრულა. როგორც გითხარით, გადამწყვეტი ბურთი კლაიბერნმა ჩააგდო, რომელიც 27 ქულით მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა. შენგელიამ 26
წუთს ითამაშა და 8 ქულასთან ერთად 3 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. თორნიკემ 6-დან ერთი ორქულიანი, 4-დან 3 სამქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო.
“ვირტუსს” ევროლიგის მომდევნო ტურში “ბაიერნთან” საშინაო მატჩი ელის, რის შემდეგაც “მილანოს” ზუსტად ერთ დღეში ეთამაშება. ევროლიგის მატჩებამდე, შენგელიას გუნდი “კრემონას” დაუპირისპირდება.
GBF.GE