შენგელიას “ვირტუსი” სახლში “მონაკოსთან” დამარცხდა

ევროლიგის 26-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ საკუთარ მოედანზე „მონაკოსთან“ 78:81 დამარცხდა.
შენგელიამ 26:40 წუთში 12 ქულა (4-დან 3 ორქულიანი, 3-დან 0 სამქულიანი, 9-დან 6 საჯარიმო), 2 მოხსნა, 4 პასი და 1 ჩაჭრა მიითვალა, 4-ჯერ დაკარგა ბურთი, 5 პერსონალური მიიღო, მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი 10 იყო.
ბოლონიური გუნდი 16 მოგებით მეხუთე ადგილზეა და 29 თებერვალს „ვალენსიას“ უმასპინძლებს.
ვირტუსი ნელ-ნელა ჩამოქვეთდება სამწუხაროდ, არ უჩანს მომატების რესურსი. ისედაც მიკვირდა მისი ლიდერებში ხილვა, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი…. ოთხეულში მისი ხილვა კი ფანტასტიკის სფეროდან იქნება, რა ვიცი, იქნებ თოკოს გაუამართლდეს…

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში