შენგელიას “ვირტუსი” “ეფესთან” უშანსოდ დამარცხდა

ევროლიგის 21-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუსი“ სტამბოლში „ანადოლუ ეფესთან“ 75:99 დამარცხდა.
ბოლონიურმა გუნდმა პირველი ტაიმი ცუდად ჩაატარა, 29:50 დათმო, დიდი შესვენების შემდეგ თამაშის შემოტრიალება ვერ შეძლო და ტურნირზე ზედიზედ მეორე მარცხი განიცადა.
შენგელიამ 14:56 წუთში 3 ქულა (2-დან 0 ორქულიანი, 1-დან 0 სამქულიანი, 4-დან 3 საჯარიმო), 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, ორჯერ დაკარგა ბურთი, მისი სარგებლიანობის ინდექსი კი 2 იყო.
„ვირტუსიდან 14 ქულით ყველაზე შედეგიანი იფე ლუნდბერგი გახლდათ. 26 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე და მარგი ქმედების 31-იანი კოეფიციენტით MVP მასპინძელთა
გუნდის ამერიკელი ლეგიონერი დარიუს ტომპსონი გახდა, ხოლო მისმა თანაგუნდელმა ელაიჯა ბრაიანტმა 21 ქულა ჩააგდო.
„ვირტუსი“ 14 მოგებით მესამე ადგილზეა და 18 იანვარს „ვილერბანს“ უმასპინძლებს.