საქართველოს კალათბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა პოლონეთის ქალაქ სოსნოვიეცში პირველი ვარჯიში გამართა. ალეკსანდარ ჯიკიჩის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები ევრობასკეტისთვის ემზადება და ევროპაში დაგეგმილი საწვრთნელი შეკრების ფარგლებში ამხანაგურ მატჩებს მართავს. აქამდე საქართველოს ნაკრებმა ლატვიაში 2 და ლიეტუვაში 1 შეხვედრა ჩაატარა, 14 აგვისტოს კი პოლონეთში ამ ქვეყნის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება.
პოლონეთი პროვინციულ ქალაქ სოსნოვიეცში გვმასპინძლობს, რომელიც კატოვიცედან 1 ნახევარი საათის სავალზეა. საკუთრივ ჩვენი გუნდი კატოვიცესა და სოსნოვიეცს შორის მდებარე პატარა ქალაქ დაბროვა გორნიცაში ცხოვრობს, საიდანაც სოსნოვიეც არენა 20 წუთის სავალზეა. ალეკსანდარ ჯიკიჩმა ჩვენი გუნდი ჩასვლიდან მეორე დღეს, 12 აგვსტოს დატვირთულად ავარჯიშა. საწვრთნელმა სესიამ ლამის 3 საათი გასტანა, რომლის განმავლობაშიც მოთამაშეებმა კალათბურთი ერთ ფარშიც ითამაშეს და მთელს მოედანზეც, ესროლეს ფარში და სხვადასხვა ტიპის ვარჯიშებით დაიტვირთნენ.
ვარჯიშში მონაწილეობა პოლონეთში მყოფმა 15-ივე კალათბურთელმა მიიღო, რომელთაგან ყველა მყობრშია. პოლონეთი ევრობასკეტის ერთ-ერთი მასპინძელია, რომელიც ტურნირის მონაწილე 5 ქვეყანას კატოვიცეში მიიღებს. პოლონელებმა დაიმატეს ახალი ამერიკელი კალათბურთელი, ჯორდან ლოიდი, რომელიც ევროლიგის ფინალში გასულ “მონაკოს” ერთ-ერთი ლიდერია. პოლონეთს ბოლოს 2 წლის წინ, საბერძნეთში, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ აკროპოლისის თასზე შევხვდით და 76:87 დავმარცხდით. იმ მატჩში 27 ქულით საუკეთესო იყო თორნიკე შენგელია, რომელიც 14 აგვისტოს პოლონეთთან არ იქნება. საქართველოს ნაკრების კაპიტანი პირადი მიზეზით ესპანეთში იმყოფება და წინასწარი ინფორმაციის ნაკრებს ჩეხეთში შეუერთდება.
საქართველოსა და პოლონეთის მატჩი 14 აგვისტოს, თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება და მის ტრანსლირებას პირველი არხი განახორციელებს.
GBF.GE
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით – საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა
იურმალადან კაუნასში ჩასულმა ნაკრებმა “კაუნო არენაზე” ივარჯიშა
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა – GBF.GE სიტუაციას განმარტავს
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე – საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით – საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა
