შენგელიას გარეშე, ბევრი წუნით და უკეთესის იმედით – საქართველოს ნაკრები ლიეტუვასთან დამარცხდა

ამხანაგურ მატჩში საქართველოს ნაკრები შენგელიას გარეშე პირთამდე სავსე 15-ათასიან „კაუნო არენაზე“ ლიეტუვასთან 54:77 დამარცხდა.
ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ჯიკიჩმა შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა პარკეტზე: ბოლდუინი, ანდრონიკაშვილი, სანაძე, ბურჯანაძე, შერმადინი. მასპინძლებმა სტარტზე 9:0 გაქცევა მოახერხეს, ჯიკიჩს წუთშესვენების აღება მოუწია, რის შემდეგაც ბურჯანაძემ ორჯერ შედეგიანად შეუტია, შეცვლაზე შესულმა ბითაძემ სამქულიანი ჩააგდო, მამუკელაშვილმა ხუთი ქულა შეგვძინა და პირველი მეოთხედი 19:16 დასრულდა.
სამწუხაროდ, სათანადოდ ვერ ირჯებოდა ბოლდუინი, შერმადინსაც არ წაუვიდა თამაში, შეტევების დაგვირგვინება გვიჭირდა, შეცდომებს ვუშვებდით და დიდი შესვენების წინ ტაბლოზე 40:26 დაფიქსირდა.
მეტოქე ფარზე დომინირებდა, სადაც ვალანჩუნასი შეუჩერებელი იყო, პერიმეტრიდანაც უკეთ ისროდნენ, დაცვაშიც კარგად მოქმედებდნენ და 18 ქულით გავიდნენ წინ. მერე როგორც იქნა, მეშვიდე ცდიდან ბოლდუინმა პირველი ქულები აიღო, კიდევ ხუთი ქულა ჩააგდო, ჩვენმა გუნდმა კი სხვაობა 8 ქულამდე შეამცირა – 53:45.
დასკვნით მეოთხედში საქართველოს ნაკრებმა ჩამორჩენა 6 ქულამდე შეამცირა, თითქოს თამი დავბრუნდით, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს და დამარცხდნენ.
ისევ პრობლემაა მოკლე სათადარიგოთა სკამი და ის, რომ ქულების უმეტესობას მხოლოდ რამდენიმე კალათბურთელი აგროვებს, ხოლო ერთ მატჩში 54 ქულა ძალიან დაბალი მაჩვენებელია.
ერთი სიტყვით, ისრაელთან და ესტონეთთან წაგების შემდეგ, ლიეტუვასთან უფრო დიდი ანგარიშით მარცხი განვიცადეთ და იმედია, როდესაც უკვე ბოლოს და ბოლოს ოპტიმალური შემადგენლობა გვეყოლება, იმ თამაშს აჩვენებენ, რომელსაც გულშემატკივარი ელოდება.
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა – GBF.GE სიტუაციას განმარტავს
რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა – GBF.GE სიტუაციას განმარტავს
საქართველოს ნაკრებმა მეორე სპარინგ-მატჩი ესტონეთთან გამართა და 70:75 დამარცხდა
საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას “ბაიერნში” გააგრძელებს
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
მამუკელაშვილის და ბოლდუინის გარეშე – საქართველოს ნაკრები ისრაელთან 10 ქულით დამარცხდა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა “ბაიერნში” გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი