ტექნოლოგიური განვითარების კვალდაკვალ, აბაზანებისა და სამზარეულოს პროდუქტები არა მხოლოდ ტექნოლოგიურად, არამედ სტილისა და დიზაინის მხრივაც ვითარდება.
სანტექნიკის მწარმოებელი კომპანიების მიზანიც სწორად ასეთი პროდუქტების შექმნაა მომხმარებლის მაქსიმალური კომფორტის უზრუნველსაყოფად.
სამზარეულოსა და აბაზანის სივრცის სისუფთავისა და ესთეტიკური მიმზიდველობის შენარჩუნებაში შემრევი ონკანები უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს.
სწორედ ამიტომ, სანტექნიკისა და კერამიკული ფილების მწარმოებელი კომპანია “ვიტრა” მომხმარებელს მოსახერხებელი, ერგონომიული დიზაინისა და მაღალტექნოლოგიური ფუნქციონალის მქონე შემრევ ონკანებს სთავაზობს.
კომპანიის კატალოგში არსებული პროდუქტების მრავალფეროვნების დახმარებით კი შემრევი ონკანის შერჩევა მომხმარებლისთვის მნიშვნელოვნად მარტივდება.
“ვიტრას” შემრევები – პროდუქტის მახასიათებლები
ონკანების ტექნიკური მახასიათებლები – “ვიტრას” შემრევი ონკანები ინოვაციური ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რომლებიც წყლის დაზოგვას უზრუნველყოფს და მოწყობილობით სარგებლობას კომფორტულს ხდის შესაძლებელს.
ფუნქციონალურობა – ონკანები თავისი ერგონომიული დიზაინით ამარტივებს მათ გამოყენებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
დიზაინი – “ვიტრას” შემრევი ონკანები შთამბეჭდავია თავისი ჰარმონიული ფორმებით და თანამედროვე სტილით. ფართო არჩევანი საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენი ინტერიერის შესაფერისი მოდელი.
როგორ შევარჩიოთ ონკანები სწორად?
აბაზანასა და სამზარეულოში ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად ონკანები სწორად უნდა შეარჩიოთ. ამისათვის კი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი უნდა გაითვალისწინოთ.
პირველი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მახასიათებელი ონკანის სტილი და დიზაინია. ონკანი თავისი ფორმით, ფერითა და დიზაინით სააბაზანოს ინტერიერს უნდა შეესაბამებოდეს, რათა ერთიანი სივრცის განცდა შეიქმნას.
ფუნქციური მხარე არანაკლებ მნიშვნელოვანია. ონკანმა უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებლის ისეთი საჭიროებები, როგორებიცაა ცხელი და ცივი წყლის სწორი განაწილება, წყლის ნაკადის სიმძლავრე და ა.შ, რომლებიც მოწყობილობის კომფორტულ გამოყენებას უზრუნველყოფს.
ასევე, მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ონკანის დამონტაჟების მეთოდი. უნდა განვსაზღვროთ რა ტიპის მონტაჟს საჭიროებს კონკრეტული ონკანი და შეესაბამება თუ არა ის თქვენი სააბაზანოს ან სამზარეულოს პირობებს. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ძველი შენობების შემთხვევაში, რადგან მილგაყვანილობა თანამედროვე სტანდარტებისგან შესაძლოა ბევრად განსხვავდებოდეს.
და ბოლოს, ბიუჯეტი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. “ვიტრას” შემრევი ონკანების ფართო არჩევანი აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ როგორც აბაზანის შემრევი, ისე სამზარეულოს შემრევი ონკანებიც თქვენზე მაქსიმალურად მორგებული პირობებით შეიძინოთ.
“ვიტრას” შემრევი ონკანები – რა უპირატესობები აქვს მათ?
ჩვენი შემრევი ონკანები მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, თუმცა მათგან რამდენიმე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:
ინოვაციური ტექნოლოგიები – “ვიტრა” მუდმივად ცდილობს მომხმარებელს ახალი ტექნოლოგიური გადაწყვეტები შესთავაზოს, რომლებიც ონკანების ეფექტურობას აუმჯობესებს.
ხარისხის გარანტია – “ვიტრას” შემრევები გახსნა-დაკეტვაზე 2.1 მილიონჯერ მოწმდება, რაც ევროკავშირის სტანდარტს (210 000 გახსნა-დაკეტვას) მნიშვნელოვნად აღემატება. ეს კი, თავის მხრივ, კომპანიის უკომპრომისო ხარისხის კონტროლზე მეტყველებს.
ამასთან ერთად, ონკანების შეძენა 7 წლიანი გარანტიითაა შესაძლებელი.
დიზაინი – “ვიტრას” დიზაინერები თანამედროვე და ჰარმონიულ პროდუქტებს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე და ინდუსტრიულ სტილში ქმნიან.
უსაფრთხოება და ინკლუზიურობა – “ვიტრას” შემრევი ონკანები უსაფრთხოების ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს და ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებულ პროდუქტებს შშმ პირებსაც სთავაზობს. ჩვენი შემრევის დიზაინი პროდუქტის მარტივ გამოყენებას უზრუნველყოფს მოტორული დარღვევების მქონე ადამიანებისთვის.
“ვიტრას” სანტექნიკის პროდუქტების შოურუმში შეგეძლებათ როგორც ონკანები, ისე ხელსაბანები და სხვადასხვა აქსესუარები შეიძინოთ.
შოურუმები თბილისში, აკაკი ბელიაშვილის #142-ში მდებარეობს, ბათუმში კი შერიფ ხიმშიაშვილის #1-ში.