შემოსავლების სამსახური – ხის მასალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა

ხის მასალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა. ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.
„ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვები პუნქტის „სა და ყულევის პორტები და ს თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“ გავლით, უცხო ქვეყნიდან მომავალი ხის მასალით დატვირთული ავტოსატრანსპორტო საშუალება შეჩერდა.
სასაზღვრო-საკარანტინო კონტროლის პროცედურების განხორციელებისას, 18მ3 ხის მასალაზე, დიდი რაოდენობით მავნე ორგანიზმების და მათ მიერ გამოწვეული დაზიანებების არსებობა გამოვლინდა.
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 სექტემბრის №463 დადგენილების შესაბამისად, აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა“,-აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – მითს არაბიზაციის თაობაზე საფუძველი არ აქვს – ასევე, სპეკულირებდნენ, რატომ არის კონტრაქტი გრიფის ქვეშ – იმავეს ითხოვდა ხაზარაძის კომპანიაც, იქნებ ისიც აპირებდა არაბების, რუსების, ჩინელების, ბრიტანელების ჩასახლებას ანაკლიაში, რატომ დამალა?