შემოსავლების სამსახური დებიტორული დავალიანებების ამოღების ახალ წესზე განმარტებას აკეთებს

შემოსავლების სამსახური დებიტორული დავალიანებების ამოღების ახალ წესზე განმარტებას აკეთებს. უწყება BMGTV-ის გადაცემა “საქმის კურსში” გასულ მასალას გამოეხმაურა, სადაც ბიზნესმა და იურისტებმა არაერთი კითხვა დასვეს.
საქმე ის არის, რომ შემოსავლების სამსახურმა ამოუღებელი დებიტორული დავალიანებებისა და გადახდილი ავანსების დაბეგვრის მიდგომა შეცვალა. მეთოდური მითითების მიხედვით, საქონლის ან მომსახურების მიწოდებისას წარმოქმნილი დებიტორული დავალიანების “გონივრულ ვადაში” გადაუხდელობის შემთხვევაში, უწყება თანხებს ანაზღაურებულად ჩათვლის და მას საშემოსავლო გადასახადით დაბეგრავს. იგივე მიდგომა გავრცელდება საქონლის ან მომსახურების შესაძენად გადახდილი ავანსების შემთხვევაშიც.
შემოსავლების სამსახურში განმარტავენ, რომ “გონივრული ვადა” ინდივიდუალურად, გადამხდელის მიერ შესრულებული ოპერაციის სპეციფიკით განისაზღვრება.
“მეთოდური მითითების მიხედვით, გონივრული ვადა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, განისაზღვრება ინდივიდუალურად, გადამხდელის მიერ განხორციელებული ოპერაციის/დარგის სპეციფიკის გათვალისწინებით, ამასთან, გონივრული ვადის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება შემოწმების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ წარმოდგენილი ლოგიკური/დამაჯერებელი მტკიცებულებები. მაგალითის სახით შეგვიძლია განვიხილოთ შემდეგი შემთხვევები: