“შემოიტანდა ლუდს და შემოსძახებდაა ,,ის აქ არი…” – ყალაბეგაშვილი

ვაჟა აზარაშვილი გარდაცვლილა…
კარგი კომპოზიტორი იყო, აქვს ბევრი კარგი ნამუშევარი, მე ,,სენტიმენტალური ტანგო” და ,,პატარა გოგო” მიყვარს… პიროვნებას რაც შეეხება: ადრეულ წლებში ვპოეტობდი, ათასი ჯურის მუზაატანილთან მქონდა შეხება, ვაჟას მეუღლეც წერს ლექსებს, ჰოდა კომპოზიტორთა სახლი ჰქონდა დათმობილი პოეტური სალონისთვის, მართალია მშვენივრად ხვდებოდა, რომ იქ არც რემბო ვიყავით რომელიმე და არც ახმატოვა, მაგრამ დილიხორს გვისწორებდა… მანანასაც, მის მეუღლეს, სულ ჰქონდა ჩანთაში იმდენი, რომ ხინკალზე დავეპატიჟეთ, ეს უსაქმური და უფულო მელექსეები… მერე საგამომცემლო საქმე დავიწყე, გამომცემლობაში მოდიოდა, წიგნებს უკეთებდა ხოლმე ჩემი მეგობარი, მახსოვს ჩემპიონატი დაემთხვა, ერთ წიგნს, ლუდი და ფეხბურთი, იყო ერთი ამბავი, გერმანიას ქომაგობდა ვაჟა, რაღაცნაირად დავახლოვდით… შემოიტანდა ლუდს და შემოსძახებდაა ,,ის აქ არი…” კიდე ,,მაესტროს” ეძახდა ყველას… რომ ვხვდებიდით მეტყოდა ,,როგორ ხარ მაესტრო?”, ან ვინმეს მოკითხვ რომ უნდოდა, ,,მაესტრო როგორაა?”…
კარგი კომპოზიტორი და დილიხორის კაცი იყო ვაჟა, გაანათლოს…

ასევე დაგაინტერესებთ

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავნიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი

ხატია დეკანოიძე – წინასაარჩევნო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან ძალადობრივი ქმედებები და ოპოზიციის მხარდამჭერების დაშინების მცდელობები განსაკუთრებით აქტიურდება, თუმცა ეს უშედეგოდ ჩაივლის – არავის ეშინია მათი

პეტრე ცისკარიშვილი – მათ იციან, რომ სწორედ “ნაციონალურ მოძრაობასთან” მარცხდებიან, ამიტომ გვიგზავიან “ტიტუშკებს”, ვერ წარმოუდგენიათ, რომ რამდენიმე კვირაში ძალაუფლების სათავიდან სახლში მოუწევთ წასვლა, ეს არის მათი ღამის კოშმარი