შემოვიღეთ პროგრესული სიახლე, რომლითაც, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესმება ყველანაირ სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით – გიორგი ცაგარეიშვილ

პარლამენტის ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, ელექტრონული საარჩევნო სისტემა პროგრესული და გამჭვირვალეა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში დაასრულებს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არსებულ სპეკულაციებს.
“ძალიან პროგრესული ცვლილებით, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მიღწევაა, ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესმება ყველანაირ სიმულაციას იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება ვინმემ გაბედოს და ამ ქვეყანაში გაამრუდოს ქართველი ხალხის არჩევანი, გააყალბოს . ამ შეგნებით განვახორციელეთ ეს ცვლილებები. შემოვიღეთ პროგრესული სიახლე, რითაც ერთხელ და სამუდამოდ, წერტილი დაესმება ყველანაირ სპეკულაციას არჩევნებთან დაკავშირებით. ეს არის გამჭვირვალე, ღია სისტემა, რომელიც სწრაფად, ხარისხიანად დაითვლის საარჩევნო ხმებს”, – განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ძალიან რთული წლები გამოვიარეთ, თუმცა, ჩვენი ერთიანობით მოვახერხეთ ქვეყნის დამშვიდება. მინდა აღვნიშნო ბიძინა ივანიშვილის როლი იმ მიღწევებში, რაც ჩვენს გუნდს და ქვეყანას აქვს. სწორედ მისი გამორჩეული სიბრძნის და გათვლების წყალობით მოვახერხეთ წარმატების მიღწევა