შემოდგომის შემდეგ საქართველოში ევროკავშირის მიმართ ნდობა შემცირდა – ევრობარომეტრი

ევრობარომეტრის კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირის მიმართ ნდობა ბოლო რამდენიმე თვეში 15,5 პროცენტით შემცირდა. ბოლო მონაცემებით, რომელიც 2025 წლის მარტისა და აპრილის გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება, ეს მონაცემი 49 პროცენტია.
თუკი გასული წლის ოქტომბერსა და ნოემბერში ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში ევროკავშირის ნდობის მაჩვენებელი 58 პროცენტი იყო, ახლა 49 არის (კლება 9 ერთეული, რაც 15,5 პროცენტია).
ზოგადად, ევროპელებში ევროკავშირის მიმართ ნდობა 52 პროცენტამდეა გაზრდილი, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია 2007 წლის შემდეგ.
გასული წლის შემოდგომაზე საქართველოში საპარლამენტო ჩატარდა, რომლის ლეგიტიმაციასაც ამ დრომდე არ ცნობენ ოპოზიციური პარტიები, მეხუთე პრეზიდენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები, ასევე კითხვები აქვთ საერთაშორისო პარტნიორებსაც.
2024 წლის 28 ნოემბერს „ქართული ოცნების“ პარლამენტმა ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით არსებულ მინისტრთა კაბინეტს ნდობა გამოუცხადა. ზუსტად ამ დღეს მ თქვა, რომ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში აღარ დააყენებდნენ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებების გახსნის საკითხს. ამ დღის შემდეგ საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით და პროევროპულ აქციებზე დაკავებული დემონსტრანტების გათავისუფლების მოთხოვნით.
ფორუმი