„შემოდგომა – ზამთრის პერიოდში ძალიან აქტუალურია აზიის მიმართულება“ – რა ღირს დასვენება შრი-ლანკაზე, ტაილანდსა და მალდივებზე

ტურისტული კომპანია Travelfy-ს გაყიდვების ხელმძღვანელი, მარიამ დგებუაძე BM.GE-სთან შემოდგომა-ზამთრის პერიოდს აფასებს და აღნიშნავს, რომ ქართველ მომხმარებლებში ძალიან არის გააქტიურებული აზიის მიმართულებები.
„შემოდგომა – ზამთრის პერიოდში ძალიან აქტუალურია აზიის მიმართულება. აზიის ტურებიდან ყველაზე მოთხოვნადია ტაილანდი. სამი ჯგუფური ტური გვაქვს იანვარ-თებერვალში ამ მიმართულებით და სამივე შევსებულია. ამასთან, მალდივებია მოთხოვნადი, ასევე შრი-ლანკა და ჩინეთი. თუმცა, ევროპა სეზონის ნებისმიერ პერიოდში კვლავ აქტუალურია.
რაც შეეხება აქტუალური ტურების ღირებულებას, შრი-ლანკა – 2500-3000 ლარის ფარგლებშია, ტაილანდი – 3000-4000 ლარი, ხოლო მალდივები – 3000 ლარში მერყეობს. ტურის ღირებულება დამოკიდებულია სამოგზაურო პაკეტების ტიპზე და მომხმარებლის მოთხოვნებზე”, – აცხადებს დგებუაძე.
მისივე განმარტებით, ტურისტული კომპანია აქცენტს ჯგუფურ ტურებზე აკეთებს და ჯგუფური ტურების კუთხით ყოველთვიურად, ძალიან ბევრი უცხო მიმართულება დაემატებათ.
bm.ge