შემზარავია ის ისტორია, რაც დღეს მოვისმინეთ და ეს მთლიანად არის გიორგი ბარამიძის მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა

შემზარავია ის ისტორია, რაც დღეს მოვისმინეთ და ეს მთლიანად არის გიორგი ბარამიძის მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა
2003–2012 წლებში მოქმედი რეჟიმის, ამ რეჟიმის პოლიტიკური თანამდებობის პირებისა და პოლიტიკურ პარტიებში გაერთიანებული მოქმედი და ყოფილი თანამდებობის პირების 2003 წლიდან დღემდე საქმიანობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც ევგენი აფრასიძისა და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის უფლების შელახვის ფაქტები განიხილება, კომისიის თავმჯდომარემ, თეა წულუკიანმა სხდომის დასასრულს აღნიშნა, რომ „ეს მთლიანად არის გიორგი ბარამიძის მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა“.
„შემზარავია ის ისტორია, რაც დღეს ჩვენ მოვისმინეთ და ეს მთლიანად არის გიორგი ბარამიძის მინიმუმ პოლიტიკური პასუხისმგებლობა, დანარჩენი კი დასადგენია. ასე ვამბობთ იმიტომ, რომ ასე მოითხოვს კანონი, რომ ასე ვთქვათ და რა თქმა უნდა, პრეზიდენტი სააკაშვილი, რომლის განცხადებაც ბატონმა სოზარმა წაიკითხა, სადაც ის ამბობს, რომ ის იყო დამკვეთი პირადად ამ უბედურების“-განაცხადა თეა წულუკიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია