“შემეძლო თუ არა “კვარას” დარტყმულის მოგერიება?” – “ფიორენტინას” მეკარის კომენტარი

სერია A-ს 37-ე ტურში “ფიორენტინამ” “ნაპოლის” უმასპინძლა, მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა. “პარტენოპეის” ქართველმა გარემარბმა მ გოლის გატანა ჯარიმიდან მოახერხა.
“ფიორენტინას” მეკარემ პიეტრო ტერაჩიანომ მატჩის შემდეგ ჟურნალისტებთან ქართველის შესრულებულ ჯარიმაზე ისაუბრა.
“ვფიქრობ, მის კლასსა და საჯარიმო დარტყმაზე კომენტარი ზედმეტია. შემეძლო თუ არა მისი დარტყმულის მოგერიება? მოდით, ამ კითხვაზე არ გიპასუხებთ, ან უპასუხოდ დავტოვებ. ქართველი უმაღლესი დონის ფეხბურთელია. ბევრი შანსი შევქმენით და ალბათ, გულშემატკივრები შედეგით უკმაყოფილოები არიან, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ შარშანდელ ჩემპიონებს ვეთამაშეთ. ფაქტია, მათ რთული სიტუაციიდან გამოსავლის პოვნა
გამოსდით”, – განაცხადა ტერაჩიანომ.
კვარაცხელიამ 8 მარტის შემდეგ პირველად გაიტანა და რვამატჩიანი უგოლო სერია შეწყვიტა – მის ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 33 მატჩში 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.