შემდეგი 4 წელი, ნებისმიერი არჩევნები და “თითოეული საქართველოს მოქალაქე” – ვის უნდა რევოლუცია? – გახარიას ბრიფინგი

ქართული ოცნების ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ, ბრიფინგით მიმართა თანაპარტიელებს (გახარია საქართველოსთვის) და თქვა:
ჩვენ ვართ პოლიტიკური პარტია, რომელსაც აქვს პასუხისმგებლობა “თითოეული საქართველოს მოქალაქის” წინაშე და ამ პასუხისმგებლობიდან ვამბობთ, რომ ვემზადებით ნებისმიერი შემდეგი სთვის. ამ პასუხისმგებლობიდან გამომდინარე ვიღებთ იმ პასუხისმგებლობას და “თითოეული საქართველოს მოქალაქეს” ვეუბნებით, რომ დიახ, ჩვენთვის ხელისუფლების ცვლილება შესაძლებელია მხოლოდ მშვიდობიანად და არჩევნების გზით, ჩვენ ვამბობთ, რომ ნებისმიერი რადიკალური, რევოლუციური სცენარი ამ ქვეყანაში გაახარებს მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მტრებს. ის ოთხი წელი, რომელიც ასე ერთად გავატარეთ ბრძოლაში… იცოდეთ რომ შემდეგი ოთხი წელი, კიდევ უფრო დიდი გამოწვევების და ბრძოლების წლები იქნება… ეს დამოუკიდებელი ქვეყანა საბოლოოდ უნდა გავიყვანოთ სამშვიდობოზე.
გახარიას არ უთქვამს, რატომ დასჭირდა ბრიფინგით გადაწყვეტილების განმარტება გუნდისთვის, არის თუ არა შიდადაპირისპირება თანაპარტიელებს შორის?
ასევე, გახარია არ აკონკრეტებს, რატომ ახსენებს კონკრეტულად შემდეგ ოთხ წელს, თვლის, რომ ქართული ოცნება კიდევ ოთხი წელი უნდა იყოს ხელისუფლებაში?