შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის შედგება, იქ ვიქნები, თუ დავჭირდები – ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტის, ს თქმით, სურს, რომ ალასკის შტატში პუტინთან შეხვედრის შემდეგ შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის შედგეს. მანვე დაამატა, რომ მზად არის, შეხვედრაში თავადაც მიიღოს მონაწილეობა, “თუ დასჭირდებათ”.

ამის შესახებ ტრამპმა ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის გაგზავნასთან და პოლიციაზე ფედერალური კონტროლის გამოცხადებასთან დაკავშირებულ პრესკონფერენციაზე ილაპარაკა.

ტრამპმა თქვა, რომ პუტინთან შეხვედრის დასრულებისთანავე პატივისცემის ნიშნად პირველად ზელენსკის დაურეკავს, შემდეგ კი ევროპელ ლიდერებს.

-ს პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა, რომ ომის გამო ს ვითარება გაუარესებულია და “არ ეხმარებათ”, რომ ტრამპი ჩინეთსა და ინდოეთს რუსული ნავთობის შესყიდვის შემთხვევაში 50%-იანი ტარიფებით დაემუქრა. მისივე თქმით, “გაცილებით დიდი რაღაცების გაკეთება” სურდა, თუმცა პუტინმა მასთან შეხვედრის სურვილი გამოთქვა.

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ შეთანხმებას ის არ დადებს და ფიქრობს, რომ შეთანხმება ორივე მხარის სასიკეთოდ უნდა დაიდოს.

“ზელენსკის დაველაპარაკები, შემდეგი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს შორის ან ზელენსკის, პუტინსა და ჩემს შორის შედგება – იქ ვიქნები, თუ დავჭირდები, მაგრამ მსურს, რომ ორ ლიდერს შორის შეხვედრა მოვაწყო […]

მას [პუტინს] შევხვდები, ვნახავთ, რა პარამეტრებია და შემდეგ პრეზიდენტ ზელენსკისა და ევროპელ ლიდერებს დავურეკავ შეხვედრის დასრულებისთანავე და ვეტყვი რანაირი შეთანხმება [იქნება] – მე არ ვაპირებ, რომ შეთანხმება დავდო, შეთანხმება ჩემი დასადები არ არის, ვფიქრობ, შეთანხმება ორივესთვის უნდა დაიდოს, ვფიქრობ, რუსეთი ქვეყნის შენებას უნდა დაუბრუნდეს. […] არ ეხმარებათ, როდესაც აშშ-ს პრეზიდენტი მათ უმსხვილეს ან მეორე ყველაზე მსხვილ ნავთობის შემსყიდველს ეუბნება, რომ მათ 50%-იან ტარიფებს დაუწესებს, თუ რუსეთისგან ნავთობს იყიდის. ეს დიდი დარტყმა იყო. […]

ამაზე გაცილებით დიდი რაღაცების გაკეთებას ვაპირებდი, მაგრამ მივიღე ზარი, რომ ჩემთან შეხვედრა სურთ და ვაპირებ, რომ ვნახო, რასთან დაკავშირებით სურთ შეხვედრა.

პრეზიდენტ პუტინს შევხვდები და ვნახავთ, რა აქვს ჩაფიქრებული და თუ სამართლიანი შეთანხმება იქნება, მას ევროკავშირისა და NATO-ს ლიდერებს გავაცნობ და ასევე ზელენსკის. ვფიქრობ, პატივისცემიდან გამომდინარე მას [ზელენსკის] პირველს დავურეკავ და მათ შემდეგ დავურეკავ.

შეიძლება ვთქვა, “წარმატებები! ბრძოლა განაგრძეთ!” ან შეიძლება ვთქვა, “შეთანხმების მიღწევა შეგვიძლია””. – თქვა აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა პრესკონფერენციაზე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის შესახებ

პრესკონფერენციაზე ცოტა ხნით ადრე ტრამპმა აღნიშნა, რომ პუტინის მხრიდან “ძალიან თავაზიანია”, რომ ის აშშ-ში ჩადის, ნაცვლად იმისა, რომ ტრამპი რუსეთში ჩავიდეს.

შეგახსენებთ, რომ გამოცემა Guardian-ის ინფორმაციით, პოლონეთის პრემიერმინისტრმა დონალდ ტუსკმა 11 აგვისტოს განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და ვლადიმირ პუტინს შორის სამიტის გამართვამდე აშშ-მ ევროპელ პარტნიორებთან საკითხზე კოორდინაციის პირობა დადო.

მანამდე, გამოცემა Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ ევროპელ ლიდერებს ტრამპი-პუტინის სამიტის გამართვამდე აშშ-ს პრეზიდენტთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვას ცდილობენ. ხოლო გამოცემა Financial Times-ის ინფორმაციით, ევროპელმა ლიდერებმა ტრამპს ალასკაში სამიტის გამართვამდე რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები დაწესებისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, ტრამპი და პუტინი 15 აგვისტოს აშშ-ს ალასკის შტატში შეხვედრას გეგმავენ. ამავდროულად, NBC News საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ თეთრი სახლი ალასკაში უკრაინის პრეზიდენტის, ს მიწვევასაც განიხილავს.