შემაკავებელი ზომები ივანიშვილს, კობახიძეს, პაპუაშვილს – ევროპარლამენტარების მიმართვა ბორელს

4 ევროპარლამენტარი საერთო განცხადებას ავრცელებს და ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს, ჟოზეფ ბორელს დღეს დილით განვითარებული მოვლენების ფონზე, შემდეგი კითხვებით მიმართავს:
წარადგენს თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი დაუყოვნებლივ შემაკავებელ ზომებს ს, ირაკლი კობახიძის, ს და იმ დეპუტატების წინააღმდეგ, რომლებიც უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტსა და საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან პოტენციურად დადებული ვეტოს დაძლევას მხარს დაუჭერენ?
ამასთან, ევროპარლამენტარები ბორელისგან დაინტერესდნენ, დაავალებს თუ არა EEAS-ს, შეაჩერონ ნებისმიერი მაღალი დონის ურთიერთობა საქართველოს მთავრობასთან, რომელიც კანონს არ აუქმებს, მათ შორის, ფინანსური მხარდაჭერის განაწილება საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარებისთვის და ასევე, შეაჩერებენ თუ არა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებებს მანამ, სანამ კანონი მოქმედებს.
დაბოლოს, აპირებს თუ არა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროკავშირში საქართველოს ელჩის დაბარებას, რათა გამოხატოს ევროკავშირის მიერ დაგმობა, გააცნოს აღნიშნული ზომების გადადგმის თაობაზე და განხილული იქნება თუ არა საქართველოდან ევროკავშირის ელჩის გამოწვევის შესაძლებლობა.
კითხვების ავტორები ტაის როიტენი, ვიოლა ფონ კრამონი, პეტრას აუსტრევიჩუსი და მირიამ ლექსმანი არიან.
***
დღეს დილას იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა რუსულ კანონს მესამე მოსმენით მხარი დაუჭირა. კომიტეტის სხდომა სულ 1 წუთს გაგრძელდა.
სხდომაზე მხოლოდ უმრავლესობის დეპუტატები იყვნენ. ოპოზიციონერმა დეპუტატებმა სხდომაზე შესვლა ვერ მოასწრეს.