შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს

შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს.
„რამდენიმე დღეა, ყველამ დაინახა, რომ საქართველოში „ნაცმაიდანი“ ჩავარდა. ძალადობრივი რესურსი პრაქტიკულად ამოეწურა მთლიანად რადიკალურ ოპოზიციას, შესაბამისად, მაიდნის ორგანიზების არავითარი შესაძლებლობა მათ აღარ აქვთ. შეკრება არის მილევად რეჟიმში, ყოველდღიურად იკლებს შეკრების მონაწილეთა რაოდენობა, რასაც აქვს ერთი მთავარი მიზეზი – შინაარსი გამოეცალა მთლიანად პროტესტს.
რას აპროტესტებენ, ვეღარავინ ვეღარ ამბობს, ყველამ გაიგო კიდევ ერთხელ, რომ ხელისუფლებას ქვეყნის ევროინტეგრაცია არ შეუჩერებია და იმას ვერ ითხოვენ, რაც გულში უდევთ, მეცხრე წააგეს უკვე, არიან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები, ამ მოთხოვნას ვერ აყენებენ, შესაბამისად, რჩება შინაარსისგან დაცლილი შეკრება. ასეთ პირობებში არავითარი პერსპექტივა რადიკალური ოპოზიციის ამ აქციებს არ აქვს, არის მილევად რეჟიმში და ყველაფერი დასრულდება უსახელოდ მათთვის“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ასეთ დროს, შეტევის ობიექტი აღარ არის ხელისუფლება, როგორც პოლიტიკური მოწინააღმდეგე; შეტევის სამიზნე ხდება თავად საქართველო – მისი საერთაშორისო იმიჯი და პოზიცია, მისი ურთიერთობები ვაშინგტონთან და თელ-ავივთან, მისი რეპუტაცია, როგორც საიმედო პარტნიორის

გიორგი კანდელაკის და თინა ხიდაშელის მიზანია საქართველო უარყოფით კონტექსტში წარმოაჩინონ, შექმნან საერთაშორისო იზოლაციის ილუზია და ხელი შეუშალონ იმ პოზიტიურ პროცესებს, რომლებიც დღეს რეალურად მიმდინარეობს

საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო-პროპაგანდისტული საბოტაჟი ან დივერსია, ღალატია, დროა კოლექტიური ხიდაშელ-“ტაივანჩიკები” და კრებსითი გიორგი კალანდაძეები და მსგავსი “შპანა” კანონიერად აღმოჩნდნენ იქ, სადაც მათი ადგილია