შეკვეთილი მკვლელობების სერია – სააკაშვილი გვარებს ასახელებს

53
გახმაურებულ მკვლელობებს, “ქართული ოცნების” დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს უკავშირებს:
,,ჩვენ საქმე გვაქვს მკვლელების კორპორაციასთან. მათი პირველი რიტუალური მსხვერპლი იყო 8 თვის ბარბარე რაფალიანცი. მაშინ, რუსეთიდან 5 კაციანი სპეცჯგუფი იყო ჩამოსული ეფ ეს ბესი არჩევნებზე დასახმარებლად ივანიშვილისთვის და ამ ჯგუფმა შესთავაზა ორი ვარიანტი ივანიშვილის კარს – ან ივანიშვილზე თავდასხმის ინსცენირება, ან რომელიმე აქტივისტის მოკვლა. რა თქმა უნდა, თავდასხმის ინსცენირებაზე ითქვა უარი და შემდეგ ამას მოჰყვა ბარბარე რაფალიანცის რიტუალური მსხვერპლშეწირვა. რუსული სპეცოპერაციის ნაწილი იყო ის, რაც მოხდა ბარბარე რაფალიანცის თავს და ესენი მოვიდნენ ბარბარე რაფალიანცის, 8 თვის ჩვილის სისხლით ხელისუფლებაში ..
შემდეგი შეკვეთილი მკვლელობა იყო ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობა. ივანიშვილს სასიცოცხლოდ უნდოდა რუსთავი 2 -ის ხელშ ჩაგდება. ეროსი კიწმარიშვილი, რომელიც იყო ყოფილი მფლობელი და დამფუძნებელი, მისთვის ძალიან დიდ საფრთხეს წარმოადგენდა. იმ დროს ჩამოვიდა კიდევ ერთი ჯგუფი რუსეთიდან, როგორც ვიცით, კამერა დაატრიალეს, ეროსი მოკლეს და ის, ვინც გაიძახოდა, რომ ეროსი მოკლეს, ან მოსყიდვით ან დაშინებით გააჩუმეს. ეს იყო ერთმნიშვნელოვნად შეკვეთილი მკვლელობა. და, მე ვაკისრებ პასუხისმგებლობას ეროსი კიწმარიშვილის მკვლელობისთვის პირადად ივანიშვილს.
შემდეგი მკვლელობა იყო თამარ ბაჩალიაშვილის. ძალიან ცხელი თემა იყო, როგორ ტარდებოდა სპეცოპერაცია და ვითომ თავი მოიკლა..” – თქვა სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მაჭავარიანი – მნიშვნელობა არ აქვს ბიძინა ივანიშვილი რაიმე პოზიციას იკავებდა, იკავებს, ისევ წავა პოლიტიკიდან თუ რა რანგში იქნება – მისი პასუხისმგებლობა და როლი აბსოლუტურად სხვა ხარისხშია, ვიდრე ნებისმიერ თანამდებობას შეესაბამება