შეიხედეთ ჯენიფერ ლოპესის 61 მილიონად შეფასებულ სახლში: როგორ მორთო ვარსკვლავმა ნაძვის ხე და როგორია მისი საახალწლო სამზადისი – Marao

შეიხედეთ ჯენიფერ ლოპესის 61 მილიონად შეფასებულ სახლში: როგორ მორთო ვარსკვლავმა ნაძვის ხე და როგორია მისი საახალწლო სამზადისი – Marao
ჯენიფერ ლოპესმა წელს გულშემატკივრები საკუთარ სახლში შეახედა და საახალწლოდ მორთული ოთახები დაათვალიერებინა. განსაკუთრებული მოწონება მისმა ნაძვის ხემ დაიმსახურა. ჯენიფერის ნაძვის ხე გირჩებით, თბილი განათებებითა და ოქროსფერი დეკორაციებითაა მორთული. ალბათ, ეჭვი არავის შეეპარება, რომ მისი ნაძვის ხის დიზაინზე პროფესიონალმა დიზაინერებმა იზრუნეს.
ჯენიფერ ლოპესი ყოველ ახალ წელს ნაძვის ხის მორთვისა და დეკორაციების მომზადების საკითხს დიდი სერიოზულობით უდგება. მას შარშან ერთგვარი თემატიკაც კი ჰქონდა, რომლის ირგვლივაც გააერთიანა სახლის როგორც ინტერიერის, ისე ექსტერიერის მორთულობები.
წლევანდელ საახალწლო ფოტოსესიაში ჯენიფერმა თავადაც ნაძვის ხის მორთულობების შესაფერისი სამოსი შეარჩია.
ჯენიფერ ლოპესმა და მისმა მეუღლემ, ბენ აფლეკმა, 61 მილიონის ღირებულების ქონება ამ გაზაფხულზე ერთად შეიძინეს. ამის შესახებ ინფორმაცია The Wall Street Journal-მა გაავრცელა. მათი სახლი, რომელიც უფრო სასახლეს ჰგავს, კალიფორნიაში მდებარეობს. აქვს 12 საძინებელი, 24 სველი წერტილი, გარე სპორტული კომპლექსი, კალათბურთისა და გოლფის მოედნები.
ჯენიფერი ახალ წელს საკუთარ შვილებთან, 15 წლის ტყუპთან და ბენ აფლეკის სამ შვილთან ერთად აღნიშნავს: “ჩვენ გავაერთიანეთ ოჯახები, გავაორმაგეთ მხიარულება, გავაორმაგეთ სიყვარული, გავაორმაგეთ საჩუქრები და გავაორმაგეთ ქაოსი“ – ამბობდა ის.