“შეიძლება, რაღაც არ ვიცით, წინააღმდეგ შემთხვევაში, ქარიშხალი გველოდება ეკონომიკაში” – ინტერვიუ

გზების მშენებლობის სფეროში ბაზრის ერთ-ერთი ლიდერი კომპანიის – „კავკასუს როუდ პროჯექტის“ მფლობელის და გენერალური დირექტორის, ბიზნესმენ პაატა ტრაპაიძის აზრით, მმართველი პარტიის იძულება, დააბრუნოს საქართველო ევროპულ გზაზე, მხოლოდ ქართველი ხალხის ძალისხმევით უკვე შეუძლებელია. ასე უპასუხა მან BMG-ის კითხვას, რომელიც შეეხებოდა „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგში არ დააყენოს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების გახსნის საკითხი და ასევე, უარი თქვას ევროკავშირის გრანტებზე.
BMG ბიზნესმენს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებსა და ეკონომიკაში მისგან მომდინარე რისკებზე ესაუბრა.
– მხოლოდ და მხოლოდ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები თუ დაგვეხმარებიან, თორემ გამორიცხულია მარტო რამე გავაკეთოთ [იგულისხმება ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელება]. პესიმისტი არ ვარ, მაგრამ საქმე უკვე შორს წავიდა… უნდა გავითვალისწინოთ ის, რომ არავის უკან დასახევი გზა არ აქვს.
– “ქართული ოცნების” მოქმედებებში ლოგიკას ხედავთ – რას ჰკითხავდით ბიძინა ივანიშვილს ან ირაკლი ს?
– მათ არაფერს ვკითხავ, რადგან ისედაც ვიცოდი, რასაც აკეთებდნენ…
– რას აკეთებენ?
– რასაც აკეთებენ – [საქართველოს აშორებენ ევროკავშირს]. ამას დიდი ხანია ვხედავ, მაგრამ ჩვენ სანამ თავი გაგვიტყდება, მანამდე არ ვფხიზლდებით. არ მაქვს უფლება ვთქვა, რომ მე ვარ ერთადერთი სიმართლის მქონე. ჩვენ ძალიან ბევრი რამე არ ვიცით, რა ხდება გეოპოლიტიკაში…
– რაც არ უნდა ხდებოდეს, შეიძლება, გამართლება მოეძებნოს იმას, რასაც საქართველოს ევროპულ მომავალს უკეთებენ თუ შეიძლება, რაღაც ისეთი ხდება, რაზედაც ინფორმაცია არ გვაქვს…
– მაგას ვამბობ მეც. ჩვენ ბევრი ინფორმაცია არ გაქვს და ალბათ მათ უნდა ვკითხოთ – რატომ აკეთებენ, თუმცა არ მგონია, კითხვებზე პასუხი მივიღოთ.
სკენ მივყავართ?
– როგორ წარმოგიდგენიათ, რომ გითხრათ – არა, ჩვენ დამოუკიდებლები ვიქნებით ყველასგან. ეს ხომ აბსურდია, ასეთი პატარა ქვეყანა ასეთ სტრატეგიულ ტერიტორიაზე [ყველასგან დამოუკიდებელი იყოს]
– გასაგებია, რომ ნაკლებად უნდა ველოდოთ ახალ დასავლურ ინვესტიციებს ქვეყანაში, რომელიც შორდება ევროპას, მაგრამ რა გამოწვევების წინაშე შეიძლება აღმოჩნდნენ მოქმედი ბიზნესები – რა ეკონომიკას?
– მე პირადად შოკში ვარ. ალბათ რაღაც იციან [ქართულ ოცნებაში] და საიდანღაც ფულს ელოდებიან, თორემ… ჩვენ არ გაქვს არც გაზი და არც ნავთობი. საერთოდ, ის სიტუაცია, რომლისკენაც მივდივართ საკმაოდ ძვირი ჯდება და ამას ახერხებენ მხოლოდ და მხოლოდ ისეთი ქვეყნები, ვინც გაზზე და ნავთობზე „სხედან“. მაგალითად, იგივე აზერბაიჯანი, სადაც პრაქტიკულად დიქტატურაა, მაგრამ ის ის გაზით და ნავთობით მდიდარია, რომელსაც ყიდის და არავითარი პრობლემა არ აქვს; მეტიც, მას ეფერებიან კიდეც, მაგრამ ჩვენ არ გვაქვს მსგავსი არაფერი. შეიძლება ამათ [ოცნებამ] რაღაც აღმოაჩინა და არ ვიცით. სანამ სრულ ინფორმაციას არ მივიღებ, საგონებელში ვარ ჩავარდნილი…
– და მაინც, რა კითხვებზე გსურთ პასუხების მიღება, მაგალითად, ირაკლი კობახიძისგან, რომელიც მთავრობის მეთაურია?
– ერთ კითხვაზე მსურს პასუხის მიღება, რაზედაც ალბათ პასუხს ვერ გაგვცემს, მაგრამ საკმაოდ დადებითად ვიყავი განწყობილი ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის მიმართ, ამიტომ მას ვკითხავდი: ჩვენ ეკონომიკას ნამდვილად აქვს მაღალი ზრდა და რის ხარჯზე?! ვისაც ეკონომიკა ესმის, იცის, რომ ზრდის ფაქტორები, ძირითადად, FDI ან პროდუქტიულობის/ეფექტიანობის ზრდაა. საქართველოში ეფექტიანობა გაიზარდა?! მაშ, რის ხარჯზე გაიზარდა ჩვენი ეკონომიკა?! შეცდომაში ხომ არ შევდივართ?! რა დააშავა გერმანიის ელჩმა, რომელმაც თქვა, რომ „საქართველოს ეკონომიკის ზრდა ზე რუსეთის თავდასხმიდან მოულოდნელი მოგებაა“. მართლა ამის ხარჯზე ხომ არ იზრდება ჩვენი ეკონომიკა?! შეიძლება, ის მართალია, ჩვენ რაღაც არ ვიცით და იქნებ უნდა დავუჯეროთ. ჩემთვის ეს არის მთავარი კითხვა. ან იქნება, ჩვენ არ ვიცით ბევრი რაღაც, [რაც ხელისუფლებაში იციან], წინააღმდეგ შემთხვევაში ქარიშხალი გველოდება ეკონომიკაში… ჩვენი ეკონომიკა ხომ საბანკო ჰაბზე დამოკიდებული ეკონომიკაა. მოდით, კიდევ ერთი მარტივი კითხვა დავსვათ – ქართულ ბანკებში რამდენი მილიარდის დეპოზიტია განთავსებული? [₾57 მლრდ] რამდენ მილიარდს ინახავენ უცხოელები? [₾8.5 მლრდ] რას ვაკეთებთ იმისთვის, რომ ეს ფული უკან არ წაიღონ?! წარმოგიდგენიათ, რა მოხდება, თუ ბანკებიდან ამ ფულს გაიტანენ?! რა შედეგს მოიტანს ეს ეკონომიკაში?! მე ეს კითხვები მაწუხებს, თორემ პოლიტიკა არ მაინტერესებს.