“შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას” – კახა კალაძის განცხადება

“შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ, მაგრამ მეგობარი რომ ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას” – კახა კალაძის განცხადება
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ ქვეყანას 2012 წლიდან მართავს და ვერავინ მოიყვანს ვერცერთ მაგალითს, რომ ხელისუფლებას ქვეყნის საწინააღმდეგო ნაბიჯი გადაედგას.”

ასე გქმოეხმაურა რუსულ, “გამჭვირვალობის” კანონს დ ამასთან დაკავშირებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს.

„კიდევ ერთხელ გავიმეორებ: შეიძლება რაღაცაში ვცდებით, ადამიანები ვართ და ყველას მოგვდის შეცდომა – შენ რომ ჩემი მეგობარი ხარ, უნდა მითხრა კონკრეტული არგუმენტები, სად ვუშვებ შეცდომას ან რატომ შეიძლება ჩემს მიერ გადადგმული ნაბიჯი იყოს ცუდი. როდესაც არანაირი არგუმენტი არ გაქვს, თუ რატომ შეიძლება იყოს ცუდი გამჭვირვალობა, შეეწინააღმდეგოს ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, აბსურდია და აბსოლუტურად გაუგებარია.

ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობა, რისთვისაც იბრძოდნენ ჩვენი წინაპრები, რისთვისაც 9 აპრილს დაიღუპნენ გმირები. დამოუკიდებლობისთვის ვიბრძოდით და ეს დამოუკიდებლობა უნდა გავამყაროთ, შევინარჩუნოთ და გავაძლიეროთ. ასე გვინდა ჩვენ ევროპა. რაიმეს ხომ არ ვიგონებ -იმასაც გვეუბნებოდნენ, სააკაშვილი თუ არ გამოუშვით, ევროპას შორდებით და ვერ გახდებით ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაო. იგივე ხდებოდა სანქციებთან, მეორე ფრონტთან დაკავშირებით. ხომ გვახსოვს ეს ყველაფერი? ჩვენ 2012 წლიდან ვართ ხელისუფლებაში, ვმართავთ ქვეყანას, რაც ქართველი ხალხის არჩევანია. ვერ მოიყვანთ ვერცერთ მაგალითს, რომ გადაგვედგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას ან თუნდაც ევროპულ მომავალს ეწინააღმდეგებოდეს“ – კახა კალაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე გლდანის ციხეზე: ისე ვიცხოვრე 31 წლამდე კაცის ხმამაღალი ტირილის ხმა გაგონილი არ მქონდა, პირველი იქ გავიგე კაცების მასიური ტირილი. ყოველი დღე ვიღაცის კვნესით, ტირილით, კივილით იწყებოდა -მარტო იქ ყოფნა განადგურებდა

გურამ მაჭარაშვილი ელჩებს – 4 თვეა კომისიის სხდომები მიმდინარეობს და დღემდე არც ერთ მათგანს კომენტარი არ გაუკეთებია. დღეს საზოგადოებას მოუწოდებენ, რომ მათ მიერ მონათლულ „ ევროპული ღირებულების“ პარტიას დაუჭიროს მხარი- ეს არის ქართული საზოგადოების შეურაცხყოფა, რასაც აუცილებლად ექნება პასუხი

“ნაცმოძრაობის” რეჟიმის მიერ დაზარალებული ნიკოლოზ გოგუაძე ე.წ. ყინწვისის სპეცოპერაციაზე: სპეცრაზმმა იმდენი იხტუნავა ჩემს ზურგზე და მუცელზე, რომ საბოლოოდ, მუცლის ბადე ჩამეშალა, ხერხემალი დამიზიანდა, მარჯვენა ხელს ვეღარ ვხმარობ – მიწაზე ვიწექით, ოთხი ადამიანი გვიჭერდა და ზემოდან დახტუნავდნენ ჩვენზე

მეგის ქარდავას გადაწყვეტილი ჰქონდა ჩემთვის ესროლა. რამდენიმე წუთი ველოდებოდით ზარს, რომ დარეკეს სახე შეეცვალა, გადარჩიო და შემაგინა. ეტყობა იქიდან უთხრეს არ გაისროლოო, დიდი გაურკვევლობა იყო, ჩანდა ჩვენი დაკავება მათ ინტერესში საერთოდ არ შედიოდა