„როდესაც შენ ხელს უწყობ კონკრეტულ ორგანიზაციას სახელმწიფოსთვის საზიანო ყალბი ინფორმაციის გავცელებაში, ეს შეიძლება შესაფებული იყოს კრიმინალად“, – აცხადებს „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაური ირაკლი კობახიძე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ.
დღეს, 2 დეკემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში დაიბარეს ექიმი კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილი, – რომლის კვლევაც ნახსენებია BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაში 2024 წელს საქართველოში აქციების დაშლისას, სავარაუდოდ, ქიმიურ აგენტ „კამიტის“ გამოყენების შესახებ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა BBC-ს ჟურნალისტური გამოძიების გამოქვეყნების შემდეგ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო. ეს მუხლებია:
დღეს, 2 დეკემბერს, კობახიძეს ჟურნალისტებმა ჰკითხეს: „BBC-თვის ინტერვიუს მიცემა, საერთაშორისო მედისთან თანამშრონლობა დანაშაულია? თუ არ არის დანაშაული მაშინ როგორ ახსნით რომ სუსმა გამოძება დაიწყო უცხურო ორგანიზაციისთის მტური საქმიანობაში ხელწყობად“?
კობახიძემ პასუხად განაცხადა: „როდესაც შენ ხელს უწყობ კონკრეტულ ორგანიზაციას სახელმწიფოსთვის საზიანო ყალბი ინფორმაციის გავცელებაში, ეს შეიძლება შესაფებული იყოს კრიმინალად, თუმცა მე არ ვარ ის სუბიექტი, რომელიც დაანაშაულის კვალიფიკაციას აძლევს“.
„ეს არის შესაბამისი უწყებების საქმე, მაგრამ, ზოგადად, ყალბი ინფორმაციის მიწოდება სახელმწიფო ინტრესების წინააღმდეგ შეიძლება დანაშაულად ჩაითვალოს“, – თქვა მან.
კობახიძის სიტყვებით, BBC-ს ხელისუფლებამ დეტალური ინფორმაცია გაუზიარა, მაგრამ „BBC დაეყრდო მამა-შვილი ჩახუნაშილებს“, რაც, მისი თქმით, „ადასტურებს, რომ BBC-მ იმოქმედა, როგორც ფეიკ ტელევიზიამ“.
მან გამოძიებას უწოდა „სიცრუის კორიანტელი“, რომელსაც „არანაირი კავშირი რეალობასთან არ აქვს“ და განაცხადა, რომ გადაწყვიტა, BBC-ს წინააღმდეგ სამართლებრივი დავა წამოიწყოს.
პირველ დეკემბერს შინაგან საქმეთა ყოფილმა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა „იმედთან“ განაცხადა:
„ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები, ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია. მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს“.
დღეს, 2 დეკემბერს კი, ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „რაც შეეხება ნივთიერება “კამიტს”, ნივთიერება “კამიტი” საერთოდ არ ყოფილა გამოყენებული. ეს არის მარტივი სიყალბე“.
გელა (გეკა) გელაძემ განაცხადა: „მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა ამ მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუსყიდია ე.წ. კამიტი“.




