“შეიძლება იყოს, შეიძლება არ იყოს, ეჭვი გამიჩნდა…” – რა კითხვაზე ელის პასუხს “სუსიდან” კობახიძე

„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
ჩვენ ვთქვით, რომ დისტრიბუტორებს შორის და/ან ქსელურ მარკეტებს შორის შეიძლება, არსებობდეს კარტელური გარიგებები და ეს კარტელური გარიგება შეიძლება იყოს სისხლის სამართლის დანაშაული. თეორიულად, შეიძლება, არც იყოს, ამიტომ წინ ნუ გავუსწრებთ მოვლენებს, მთავარია დავადგინოთ, რა არის ჭარბი ფასნამატის მიზეზი. შესაძლოა, ადგილი ჰქონდეს კარტელურ გარიგებებს, ამას უსაფუძვლოდ არ ვამბობთ, დანარჩენს შეისწავლიან შესაბამისი ორგანოები. ეჭვი ჩნდება იმის გამო, რომ არის ჭარბი ფასნამატი. ჭარბი ფასნამატი როგორც წესი, არის ხოლმე გამოწვეული ასეთი ტიპის გარიგებებით. ბიზნესთან ჩვენ ამ საკითხზე არ გვისაუბრია, მე ვთხოვე ცოტა ხნის წინ ეკონომიკის სამინისტროს მოემზადებინა დეტალური შეფასება, მათ მოამზადეს დეტალური შეფასება და სწორედ ამ შეფასებას ეყრდნობა ის განაცხადი, რომელიც ჩვენ გავაკეთეთ ფასებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, რომ სუსი არის სწორედ სათანადო უწყება, რომელმაც შეიძლება ჩაატაროს ეს გამოძიება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი შაიშმელაშვილი – ჩვენი ქვეყანა ვაშინგტონის სამიტზე მიდის მძიმე სასტარტო პოზიციებით და ეს არის საგარეო პოლიტიკური კავშირები რუსეთთან, ჩინეთსა და ირანთან – აშშ-ის სამიტის შინაარსი და „ოცნების“ პოზიციონირება მნიშვნელოვან კოლიზიაშია ერთმანეთთან

გია ვოლსკი – მაკა ბოჭორიშვილის ვაშინგტონში მიწვევა სერიოზული დასტურია იმისა, რომ საქართველოსთან თანამშრომლობა საგანგებოდ მნიშვნელოვანია – ჩვენს ქვეყანასთან ურთიერთობა აშშ-სთვისაც სერიოზული შენაძენი იქნება