რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს კიდევ ერთი დეპუტატი, ანასტასია უდალცოვა ამბობს, რომ შესაძლოა “გარე ჩარევის შედეგი” იყოს მცდელობები, გამოიყენონ რუსეთსა და “აფხაზეთს” შორის ურთიერთქმედების ტექნიკური ასპექტები.
“სახელმწიფოთაშორისი ურთიერთქმედების ტექნიკური ასპექტების გამოყენების მცდელობა ხელოვნური პოლიტიკური დაძაბულობის შესაქმნელად შეიძლება იყოს არამეგობრული საგარეო ჩარევის შედეგი”, – ამბობს ის.
დეპუტატი ამბობს, რომ “ორივე ქვეყნის” მოქალაქეებმა საღი აზრი უნდა შეინარჩუნონ და არ აჰყვნენ რაიმე პროვოკაციას, იხელმძღვანელონ “გადამოწმებული ოფიციალური ინფორმაციით”.
“ამავდროულად, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი სუვერენული სახელმწიფოა, დარწმუნებული ვარ, რომ აფხაზეთის სახელმწიფო უსაფრთხოების უწყებები თავდაჯერებულად აკონტროლებენ რესპუბლიკის შიდა პროცესებს და საჭიროების შემთხვევაში, ყოველთვის შეუძლიათ დახმარებისთვის მიმართონ რუს კოლეგებს”, – ამბობს ის.