შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად გააჩერა ნატოს გაფართოების საკითხი

შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად გააჩერა ნატოს გაფართოების საკითხი
-ის ეროვნული უსაფრთხოების 2025 წლის სტრატეგიაში ევროპაში -ის პრიორიტეტებს შორის დასახელებულია „ნატო-ს, როგორც მუდმივად გაფართოებადი ალიანსის აღქმის დასრულება“. ამ საკითხთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა, დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა. მისი თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ნატოს სამომავლო გაფართოების საკითხი გააჩერა.
დეპუტატის თქმით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, ნათქვამია ის, რაც „ხალხის ძალის“ წერილებში ჯერ კიდევ 2022 წელს ეწერა. „ხალხის ძალის“ 2022 წლის წერილებში ამოიკითხავთ, სწორედ იმას, რაც ახლა ჩაიწერა ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში. რასაკვირველია ჩვენი წერილები საქართველოს ინტერესებიდან გამოდიოდა. შინაარსი ძირითადად ერთიდაიგივეა, განსაკუთრებით იმის შესახებ, რაც წერია ამერიკის უსაფრთხოების სტრატეგიაში ნატოს გაფართოებასთან დაკავშირებით. შეიძლება ითქვას, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიის ერთ-ერთმა პუნქტმა, ფაქტობრივად გააჩერა ნატოს გაფართოების საკითხი. სტრატეგიაში წერია, რომ ევროპას სჭირდება ფოკუსის გასწორება. ასევე საუბარია ევროპაში ეკონომიკის ვარდნაზე, მთავარ მიზეზად კი ევროპის სხვის საქმეებში ჩარევა სახელდება. ასევე წერია, რომ ევროკავშირი და ტრანსნაციონალური ორგანიზაციები ძირს უთხრიან დამოუკიდებელი ქვეყნების სუვერენიტეტს. ჩვენს წერილებშიც სწორედ ამ თემებზე ვსაუბრობდით,“ – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ