„შეიძლება დაგეკისროთ სანქციები, თუ…“ – ბრიტანეთის მთავრობა ქართული ბიზნესისთვის „სანქციების გზამკვლევს“ აქვეყნებს

გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ გამოაქვეყნა ვრცელი დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს გზამკვლევს საქართველოში რეგისტრირებული ბიზნესისათვის, თუ როგორ იმოქმედონ ბრიტანულ სანქციებთან შესაბამისად.
27 ივნისს გამოქვეყნებული ვრცელი დოკუმენტის სახელია: „გაერთიანებული სამეფოს სანქციები: სახელმძღვანელო მითითებები ქართული ბიზნესებისთვის“.
დოკუმენტი ეხება ფინანსურ, ასევე სავაჭრო სანქციებს.
„თქვენ შეიძლება დაგეკისროთ სანქციები“ ან „თქვენ შეიძლება მაღალი რისკის მატარებლად მიგიჩნიონ გაერთიანებული სამეფოს მიმწოდებლებმა“, – ეუბნება ბრიტანეთის მთავრობა ქართული ბიზნესის წარმომადგენლებს.
ეს იმ შემთხვევებში, თუკი ბიზნესი ან მისი მფლობელი „ჩართულია საქმიანობაში, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ში შეჭრას“.
კონტექსტი
დოკუმენტის დასაწყისში აღნიშნულია, რომ დიდმა ბრიტანეთმა და მოკავშირეებმა „უპრეცედენტო მასშტაბის სანქციები“ დაუწესეს რუსეთს მისი ში სრულმასშტაბიანი შეჭრის საპასუხოდ.
სანქციების მიზნად კი დასახელებულია, აიძულოს , შეწყვიტოს დესტაბილიზაცია უკრაინაში და გადაიხადოს კომპენსაცია ამ ქვეყნისთვის მიყენებული ზიანის გამო.
ამასთან, განმარტაებლია, რომ რომ სახელმძღვანელო გამოცემულია, რათა დაეხმაროს ბიზნესებს „სანქციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფაში“.
„თავის არიდება“
ბრიტანეთის მთავრობის განცხადებით, რუსეთი:
· „ყველაფერს აკეთებს“ სანქციების გვერდის ავლისთვის;
· განაგრძობს დასავლური „სამხედრო, ორმაგი გამოყენების და სხვა პოტენციურად საშიში საქონლის, მათ შორის, საბრძოლო ტექნოლოგიების“ შესყიდვას მესამე ქვეყნებისგან;
· ეყრდნობა „თვალთმაქცურ ტაქტიკას, როგორიცაა არაპირდაპირი გადაზიდვის მარშრუტები, საქონლის საბოლოო გამოყენების გაყალბება და თავის არიდების პროფესიონალური ქსელები“.
დოკუმენტში ხაზგასმულია, რომ „საქართველოს კონტექსტში ეს შეიძლება მოიცავდეს შემდეგს“:
· „საქართველოში მოქმედმა კომპანიამ შეიძლება მიიღოს შეკვეთა რუსი იმპორტიორისგან იმ საქონელზე, რომელზეც ვრცელდება გაერთიანებული სამეფოს სანქციები და ამიტომ მისი მიღება შეუძლებელია უშუალოდ გაერთიანებული სამეფოდან.
· ქართული კომპანია შეუკვეთავს საქონელს მიმწოდებელს გაერთიანებული სამეფოდან ისე, რომ არ აცნობებს მას ან სხვა მონაწილე პირებს (როგორიცაა ბანკები, დამზღვევები, გადამზიდავები), რომ საქონლის საბოლოო მომხმარებელი იმყოფება რუსეთში.
· გაერთიანებული სამეფოს მიმწოდებელს საქონელი გადააქვს ქართულ კომპანიაში, რომელიც შემდეგ ახდენს მის რეექსპორტს რუსეთში“.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლოდიმირ ზელენსკი -ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ მოსკოვში ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ

ვოლოდიმირ ზელენსკი – უკვე ვიწყებთ სანქციების შემდეგ პაკეტზე ევროკავშირთან მუშაობას – ყველა დაიღალა იმით, რომ რუსეთი მუდმივად ატყუებს მსოფლიოს და ფიქრობს, რომ ისინი, მოსკოვში, ამის გამო არანაირ შედეგს არ მიიღებენ