მსახიობ კოსტა სანიკიძის პირველი კომენტარი მასზე მომხდარი თავდასხმის შემდეგ – “კურიერთან” საუბარში, მსახიობი ამბობს, რომ ბრალდებულს არ იცნობს და, ამ ეტაპზე, მომხდარის გახსენება უჭირს.
“უკეთ ვარ, ჩემი გამოკითხვა ჯერ არ მომხდარა. არა, ცნობით, არ ვიცნობ… ეგეთი დეტალები არ გვაქვს. ამხელა ამბავი… მერე შეიძლება ისეთი რამ დაიწეროს, რომ გულმა დამარტყას უარესად… ვერ გეტყვი ვერაფერს,” – ამბობს კოსტა სანიკიძე “კურიერთან” სატელეფონო საუბრისას.
სანიკიძე უკვე პალატაშია, მასთან გამომძიებლები იმყოფებოდნენ. დაკავებულს კი ბრალს ამ წუთებში უყენებენ. 24 წლის გიორგი გველესიანს პროკურატურა განზრახ მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. რუსთავი 2-ის პროექტის, “პრაიმ ჰაუსის” ყოფილ მონაწილეზე თავდასხმა გუშინ გამთენიისას, თავისსავე სახლში მოხდა.
გაფრთხილება! – საქართველოში ამინდი მკვეთრად იცვლება
„ყურადღების და კრიტიკული აზროვნების დაქვეითება“ – როგორ გამოიხატება ქცევებში სტრესი და როგორ დავძლიოთ ის – ინტერვიუ ფსიქოლოგ ირმა კვაჭაძესთან