ექიმი კონსტანტინე ჩახუნაშვილი, რომელიც BBC-ის ჟურნალისტური გამოძიების ერთ-ერთი სპიკერია, სუს-მა გამოკითხვაზე დაიბარა.
პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი სუს-ში მის დაბარებას რამდენიმე ვერსიას უკავშირებს.
ექიმი არ გამორიცხავს, რომ BBC-ის სკანდალური გამოძიების საქმეზე “ოცნებამ” “განტევების ვაცი ნახოს და ამ საქმეს შესწიროს”.
ჩახუნაშილი თავად ტოქსიკური ნივთიერებაზეც საუბრობს და ამბობს, რომ როგორი ლეგალური იარაღიც არ უნდა გამოეყენებინა შსს-ს მომიტინგეების წინააღმდეგ, მისი დიდი დოზით და დასახლებულ პუნქტში გამოყენება, მიზანშეწონილი ვერ იქნებოდა.
“ისინი ცდილობენ, რომ თავისი, სისტემიდან გამოსული ინფორმაცია დაგვაბრალონ ჩვენ” – ამბობს მედიკოსი.
დაბარებები და გუშინდელი დაწყებული გამოძიება ერთის მხრივ, ეხმიანება იმას, რომ ეშინიათ ალბათ სანქცირების და შესაბამისად, აჩვენებენ, რომ რაღაც ტიპის გამოძიება დაიწყო, რაც უფლებამოსილების გადამეტებას და სავარაუდოდ, შეიძლება, იფიქრონ კიდეც, რომ ვიღაც შესწირონ, ასე ვთქვათ, განტევების ვაცად და მეორეს მხრივ, ემსახურება იმას, რომ ის ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ საქმეს აკეთებენ და მათ თვალში არ მოსდით, შესაბამისად, მერე უნდა შეაშინონ ეს ადამიანები. ჩვენ ნივთიერება არ გვიკვლევია, თუმცა ნივთიერების მიუხედავად, ის მავნე ეფექტები, რაც გამოვლინდა, სულ რომ ლეგალურად დაშვებული იარაღი გამოყენებინათ, ჩენი სტატია იმას ცხადყოფს, რომ ნებისმიერი ტოქსიკური ნივთიერების ამ დოზით გამოყენება და ისე გამოყენება, რომ ასე ვთქვათ, დასახლებული პუნქტი, სადაც ბავშვები, ორსულები, მოხუცები არიან მრავლად, არ არის მიზანშეწონილი. ისინი ცდილობენ, რომ თავისი, სისტემიდან გამოსული ინფორმაცია დაგვაბრალონ ჩვენ, რომ მერე თავის ამომრჩეველს, რომელიც მწირია, მაგრამ მაინც ჰყავთ, მიჰყიდონ ეს ინფორმაცია, რომ ეს ხალხი მიკერძოებულია. შტრიხკოდით მერე დაადარეს, რომელი იქნებოდა გამხსნელი. გამსხნელი იპოვეს, იმიტომ, რომ ერთი ნივთიერებაა და უკვე რაც არის ფხვნილი, სავარაუდო აქროლადი ნივთიერება, რომელიც დასაშლელად შეიძლება, გამოიყენო, იყო ეს ციანიდის ერთ-ერთი დერივატი, – ამბობს ჩახუნაშვილი. (ტვ პირველი)




