შეიცვლება თუ არა საქართველო-ამერიკის ეკონომიკური ურთიერთობები ტრამპის პრეზიდენტად დაბრუნების შემდეგ?

აშშ-ს არჩევნებში ს გამარჯვება საქართველოსთან პოლიტიკურ ურთიერთობას უფრო შეეხება, ვიდრე ეკონომიკას. მოსალოდნელია, რომ -დან მკაცრი ტონი შერბილდეს, რაც საქართველოს მთავრობის ბოლოდროინდელი გადაწყვეტილებებით იყო განპირობებული. როგორც ქართველი ანალიტიკოსები აცხადებენ, არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირი შენარჩუნდება, ეს ეხება ინვესტიციებსაც, რომელიც აშშ-დან განსაკუთრებული მოცულობის არც ყოფილა. ასე რომ, არსებული დინამიკა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
ყოველ შემთხვევაში, აშშ-საქართველოს შორის ურთიერთობა არ იქნება ისეთი დაძაბული, როგორიც აქამდე იყო. საქართველოს ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები დონალდ ტრამპს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას უკვე გამოეხმაურნენ.
„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მ გუშინვე, მთავრობის ბრიფინგზე განაცხადა, რომ ძალიან სასიხარულოა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მშვიდობა და ტრადიციული ფასეულობების გამარჯვება. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი მ კი აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვაზე ისაუბრა: „ვულოცავ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს არჩევნებში გადამწყვეტ გამარჯვებას. დარწმუნებული ვარ, რომ პრეზიდენტი ტრამპის ადმინისტრაცია ხელს შეუწყობს მშვიდობას გლობალურად და ჩვენს რეგიონში, ასევე უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების განახლებას“, – დაწერა მან სოციალურ ქსელში.
საზოგადოებაში გაჩნდა გარკვეული მოლოდონი, რომ საქართველოს ეკონომიკაში პოზიტიური ძვრები მოსალოდნელია, მათ შორის ამერიკასთან სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობაშიც, რასაც საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრისვიცე-პრეზიდენტი ნიკა შენგელია არ ეთანხმება. როგორც მან ,,რეზონანსს” განუცხადა, უახლოეს 6 თვეში ცვლილება ამ მიმართულებით მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება ეკონომიკაში დადებით ტენდენციებს, შენგელიას თქმით, ლარის კურსის სტაბილურობა შენარჩუნდება და პოლიტიკური დაძაბულობაც მოიხსნება, ეკონომიკური მდგომარეობა კი უცვლელი დარჩება.
,,მაქსიმუმ ერთი თვის განმავლობაში ვითარება ჩაწყნარდება, ლარის კურსსაც სტაბილურობა დაეტყობა, გავიგებთ, თუ რამდენი დაუჯდა ეროვნულ ბანკს ლარის კურსის დაჭერა. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას, დარჩება მაღალი ფასებით, დაბალი ინფლაციით და იგივე რეჟიმში გავატარებთ 2025 წელს, როგორიც ამ მიმდინარე წელს. ველოდები, რომ აშშ-ს კავშირები საქართველოსთან მიმართებით უცვლელი იქნება, გვაქვს თავისუფალი ვაჭრობა და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება. რაიმე განსაკუთრებული მოლოდინი არ მაქვს.
ინვესტიციების მოცულობა ბოლო პერიოდში ცოტათი შემცირებული იყო. არ გამოვრიცხავ იგივე ტენდენცია იყოს მომავალშიც. ზოგადად აღმოსავლეთიდან ინვესტიციები უფრო გაიზრდება. ამ კუთხით აშშ-დან რაიმე სერიოზულ ძვრებს არ ველოდები. კავშირები, რაც დღემდე იყო მიღწეული, ასევე შენარჩუნდება, არ გაუმჯობესდება, მაგრამ არც უნდა გაფუჭდეს”, – აღნიშნა ნიკა შენგელიამ.
ამდენად, როგორც ეკონომისტმა აღნიშნა, აშშ-ს ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებზე დიდად ვერ იმოქმედებს და ეკონომიკაც ჩვეულ ტემპში გააგრძელებს განვითარებას. მოსახლეობის შემოსავლები არ მოიმატებს და დიდად არც კეთილდღეობა გაუმჯობესდება.
,,ეკონომიკურად შესამჩნევი ცვლილება არ გვექნება, თუმცა საქართველოს მიმართ დასავლეთიდან ზეწოლა შემცირდება. ეს იქნება სწორედ ის სიგნალი, რომ მდგომარეობა ჩვენთანაც დასტაბილურდება. მთლიანობაში, ხდება ის, რასაც ველოდით, არ მგონია, რომ საქართველოში არეულობის რაიმე ნიშნები გამოიკვეთოს. მეორე მხრივ, ვინმე თუ ფიქრობს, მოსახლეობას შემოსავლები გაეზრდება ასე არ იქნება, კეთილდღეობაც ვერ გაუმჯობესდება, ვიცხოვრებთ ისევ ისე, მაღალი ფასების ქვეყანაში”, – განაცხადა,,რეზონანსთან” შენგელიამ.
უფრო პოზიტიურია სპეციალისტების მეორე ნაწილის მოსაზრება. ჩვენთან საუბრისას აშშ-საქართველოს შორის ეკონომიკური კავშირების საჭიროებაზე გაამახვილა ყურადღება სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ, რომლის შფასებითაც, ორ ქვეყანას შორის კავშირი დაუბრუნდება იმ სტაბილურობის რეჟიმს, რითაც იგი ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე გამოირჩეოდა.
,,არჩევნებში ტრამპის გამარჯვება თავის გავლენას მოახდენს საერთაშორისო ვითარებაზე, რომელიც საკმაოდ რთული და დაძაბულია. შესაძლოა, ამან მეტი დაინტერესება გაუჩინოს როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ინვესტორებს ამერიკის ეკონომიკაში დააბანდონ ფული, ეკონომიკის გარკვეული სეგმენტების უფრო მეტად განვითარებისთვის. ვფიქრობ, ბოლოდროინდელი მდგომარეობისა და გაკეთებული განცხადებების მიუხედავად, საქართველო მნიშვნელოვანი როლის შემსრულებელია აშშ-სა და ევროკავშირის ქვეყნებისთვის, ადგილი ექნება ღრმა საფუძვლიან მოლაპარაკებებს, ორივე მხარე როგორც სტრატეგიულ, ისე ეკონომიკურ ინტერესებს შეინარჩუნებს და კავშირიც დაუბრუნდება იმ სტაბილურობის რეჟიმს, რითაც იგი ბოლო სამი ათეული წლის მანძილზე გამოირჩეოდა.
ინვესტიციების მხრივ აქცენტი უფრო ევროკავშირის ქვეყნებზეა, ასევე დიდი ბრიტანეთი, ირლანდია და სხვა, უკვე აღმოსავლეთის ქვეყნებიდანაც წამოვიდა ინვესტიციები. ის პოტენციალი, რაც გააჩნია ამერიკას, მისი მეათასედის გამოყენებაც კი საგრძნობლად გაზრდიდა საინვესტიციო პორტფელს საქართველოში. რაც არ უნდა იყოს, ტრამპის დაბრუნებას დიდ პოლიტიკაში გარკვეულ ძვრებს მოახდენს”, – განაცხადა სტატისტიკოსმა.
რესპუბლიკური პარტიის კანდიდატი დონალდ ტრამპი აშშ-ის 47-ე პრეზიდენტად გუშინ აირჩიეს. მან დემოკრატების კანდიდატი, ვიცე-პრეზიდენტი დიდი უპირატესობით. ქართველი პოლიტიკოსები ეკონომისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ვითარება საგრძნობლად შეიცვლება და ორ ქვეყანას შორის კრიზისამდე მისული ურთიერთობა შეიცვლება.
წყარო: რეზონანსი