„ბორნმუთისგან“ 22 წლის ილია ზაბარნის შეძენით პსჟ 31 წლის მარკინიოსის შემცვლელს ამზადებს და როგორც „ეკიპი“ წერს, ბრაზილიელმა მომავალში კონკურენციის წაგების გამო შეიძლება ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაკარგოს და კაპიტანი არ იყოს.
ზაბარნის „ტოტენჰემთან“ ევროპის სუპერთასის მატჩში მონაწილეობა არ მიუღია, მაგრამ ჯილდოს გარეშე არ დარჩა – თავისი მედალი უკრაინელს მარკინიოსმა გადასცა.
ჯანლუიჯი დონარუმას მოულოდნელი წასვლის შემდეგ უკვე ბევრი კითხვა გაჩნდა და გასაკვირი არაფერია. გამოცემა გუნდისთავის კანდიდატურებს ასახელებს: აშრაფ ჰაკიმი, უსმან დემბელე და ვიტინია.
მწვრთნელი ლუის ენრიკე კაპიტნის არჩევის უფლებას ფეხბურთელებს აძლევს და მისი თქმით, არა თავისი, არამედ მოთამაშეთა კაპიტანი სჭირდება.
მარკინიოსი „პარი სენ ჟერმენის“ კაპიტანი 2020 წელს ტიაგო სილვას წასვლის შემდეგ გახდა.
უკრაინის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა თქვა, რა შემთხვევაში შეეძლებათ ზაბარნისა და საფონოვს თანაგუნდელობა
მარკინიოსის გადაბირებას საუდის არაბეთის კლუბები შეეცდებიან
ხომ არ შეიცვალა ენრიკეს დამოკიდებულება ხვიჩას მიმართ და როგორ იქნება ზედიზედ მეორე ლიგა?
კვარაცხელიას ნაცვლად ნაყიდი მარკინიოსი “არსენალმა” “კრუზეიროში” გაასხვისა
“კვარასნაირი” ფეხბურთელები არ გვყავს” – დეშამმა თავი იმართლა
დონარუმამ “სიტისთან” შეთანხმებას მიაღწია – ცნობილი გახდა მისი მომავალი გასამრჯელო
რა არის ლუის ენრიკეს პსჟ-ის წარმატების მთავარი საიდუმლო და შეტევაში მუდმივი როტაციის მიზეზი – გუნდის კაპიტანი და ფრანგული პრესა განმარტავს
პსჟ-ის ხელმძღვანელობამ ფეხბურთელებს ულტიმატუმი წაუყენა – მესი და რამოსი საფრთხის ქვეშ არიან
“როცა ენრიკე ამას აკეთებს, კვარაცხელია კარგად ვერასდროს თამაშობს” – ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
