შეირაღებული პირები და ე.წ ძველი ბიჭები საარჩევნო უბნებთან. ვიდეო-კადრები, სადაც ჩანს, როგორ აკონტროლებენ დანით შეიარაღებული პირები საოლქო კომისიას, მაშინაა გადაღებული, როცა მარიამ დოლიძე ჟურნალისტს ესაუბრებოდა. ოპოზიციონერმა აქტივისტი, მარიამ დოლიძე დღეს იყო ისნის მეხუთე საოლქო კომისიასთან, სადაც სპეცსიები უნდა დაემტკიცებინათ, თუმცა, გაურკვეველი მიზეზით სხდომა რამდენჯერმე გადაიდო.
“სხდომის დასრულების შემდეგ, როდესაც კომენტარს ვწერდით, გამოგვეცხადნენ ცივი იარაღით, დანით შეიარაღებული ე.წ. ძველი ბიჭები. ჯერ იყვნენ ორნი, გვაინტერესებდა, აქ რა ხდებოდა, ამდენი ადამიანი რომ დავინახეთო. რეალურად ვიმყოფებოდით, მე, თქვენ, – ჟურნალისტი და ოპერატორი. სამი ადამიანი ვიმყოფებოდით მხოლოდ. მერე ნახეთ, რომ არც სიტყვიერ შეურაცხყოფას მოერიდნენ ეს ადამიანები და არც გამოწევას. ვხედავთ, როგორ მუშაობს “ქართული ოცნება” და როგორ მუშაობს “ქართული ოცნების” ტიტუშკები. ვფიქრობ, რომ ამაზე რეაგირება უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ესენი წარმოადგენენ “ქართულ ოცნებას” და ივანიშვილს, ვფიქრობ, რომ ამას არანაირი რეაგირება არ მოჰყვება”, – აცხადებს მარიამ დოლიძე.
