საქართველოს სახმელეთო გადამზიდავთა ასოციაციის თავმჯდომარე ირაკლი ნემსაძე ამბობს, რომ საქართველოში არსებული მდგომარეობა გავლენას ახდენს ინვესტორებზე, რომლებიც მოლოდინის რეჟიმში არიან.
მისი თქმით, პოლიტიკაში ტურბულენტობა ინვესტორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ.
“ბუნებრივია, პოლიტიკური მდგომარეობა მსხვილ ინვესტორებზე გადამწყვეტ გავლენას ახდენს. შესაბამისად, ბოლო თვეების ტურბულენტობა ქართულ პოლიტიკაში, ინვესტორებს შეუმჩნეველი არ დარჩენიათ. ვერ ვიტყვი, რომ ინვესტიციები შეჩერდა ან შეფერხდა, მაგრამ შეიმჩნევა ინვესტორთა შეშფოთება, ისინი ყოველდღიურ რეჟიმში აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს და ელოდებიან მოვლენების განვითარების შემთხვევაში როგორი გადაწყვეტილება მიიღონ. ანუ ჯერ მოლოდინის რეჟიმში არიან”,- განაცხადა ირაკლი ნემსაძემ.
ცნობისთვის, შავი ზღვის ყოველწლიური კონფერენცია ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს (EUGBC) ორგანიზებითა და USAID EGP-ის მხარდაჭერით იმართება.