შეიარაღებული თავდასხმა იერუსალიმთან | დაჭრილია 6 ადამიანი

იერუსალიმის მახლობლად შეიარაღებული თავდასხმა მოხდა. ს პოლიციის ინფორმაციით, იერუსალიმიდან სამხრეთით, მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე მდებარე საკონტროლო-გამშვებ პუნქტს ავტომობილიდან ცეცხლი გაუხსნა სამმა პირმა. დაიჭრა 6 ადამიანი, რომელთაგან ერთის მდგომარეობა მძიმეა. პოლიციის თანახმად, სამივე თავდამსხმელი ისრაელის არმიის სამხედროებმა მოკლეს. ისრაელი მომხდარს ტერაქტად აფასებს.