“შეთქმულების თეორიებში რომ იყო გადავარდნილი ზოგიერთი, ბუდუ ზივზივაძეს სპეციალურად არ ათამაშებენო…” – ოპოზიციონერი პოლიტიკოსის მწვავე შეფასება
ევროოპტიმისტების წევრი რომან გოცირიძე საქართველო-ალბანეთის თამაშს გამოეხმაურა:
,,შეთქმულების თეორიებში რომ იყო გადავარდნილი ზოგიერთი, ბუდუ ზივზივაძეს სპეციალურად არ ათამაშებენო, დღევანდელი თამაში იყო ამაზე ყველაზე ნათელი პასუხი: ბუდუც იყო, მიქაუტაძეც, კვარაცხელიაც, დავითაშვილიც და ჩაკვეტაძეც. სამი თავდასმსხმელი და კიდევ ორი თითქმის თავდამსხმელი. ორი ცენტალური თავდამსხმელით თამაში მაშინ გამორიცხული იყო.
ქოჩორაშვილი რომ დააკლდა, ფაქტია, მაგრამ მის ნაცლვლად რომელიმე საყრდენს, “ცრუ ქოჩორაშვილს” რომ ეთამაშა, აჯობებდა, მაგრამ აქაც არ გაგვიმართლა, მექვაბიშვილი ტრამვირებული იყო. ამიტომ გარისკა სანიოლმა და მგონი სხვა არჩევანიც არ ჰქონდა. გაგნიძეც ხვალ თამაშობს ახალგაზრდულში.
მოკლედ, ცენტრი სრულიად მოიშალა. კიტეიშვილის გარდა რომელი სად თამაშობდა ცენტრში, ესეც კი გაუგებარი იყო.
წარმოგვიდგენია, ამ სუპერშემტევი შემადგენლობით რომ გვეთამაშა პორტუგალიასთან, ჩეხეთთთან ან თურქეთთან, რა მოხდებოდა?
სამწუხაროა, მაგრამ ყველაფერი წინაა. ახლა მთავარი ამოცანაა ამ, რანგით მეორე, მაღალ ლიგაში ადგილის შენარჩუნება, თუ გავითვალისწინებთ იმას, რა რთული ორი შეხვედრა გველოდება წინ”, – დაწერა გოცირიძემ.