ბოსნიური oslobodjenje წერს, რომ “სარაევოს” 24 წლის ქართველი ფორვარდი გიორგი გულიაშვილი შვედურ აიკში ტრანსფერთან ერთ ნაბიჯშია. გამოცემის ცნობით, ახლა მხოლოდ მცირედი დეტალები დარჩა შესათანხმებელი, რის შემდეგაც ტრანსფერი გაოფიციალურდება.
ამავდროულად, ცნობილმა საფეხბურთო პორტალმა Transfermarkt-მა დღეს დილით განახლება გააკეთა და გულიაშვილის შესაძლო შვედურ ტრანსფერს 100%-იანი ალბათობა მისცა.
ინფორმაციისთვის, აიკმა გასულ სეზონში საშინაო ასპარეზზე მე-7 ადგილი დაიკავა და ევროტურნირების საგზური ვერ მოიპოვა, თუმცა საკუთარ ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი გუნდია.
სტოკჰომელებმა შვედეთის ჩემპიონები ისტორიაში 12-ჯერ გახდნენ და ეს ამ ქვეყანაში მესამე საუკეთესო შედეგია. ასევე კლუბს შვედეთის უმაღლეს ლიგაში ყველაზე მეტი სეზონის ჩატარების რეკორდი ეკუთვნის.
შეხსენებისთვის, გულიაშვილმა ამ სეზონში “სარაევოს” რიგებში ყველა ტურნირზე 20 თამაში ჩაატარა. მას ორი გოლი და რვა შედეგიანი გადაცემა აქვს. ჯამში ამ კლუბში გადასვლიდან მან სულ 69 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც მეტოქეები 23-ჯერ დაამწუხარდა და ასისტით თანაგუნდელი 15-ჯერ მოამარაგა.
· . წელს ვერ არის,შარშანდელივით პროდუქტიული.შარშან ვახერხებდი მის თამაშების ნაწილი ყურებას,წელს კი,რატომღაც თითქმის მუდამ მიუწვდომელია.არ ვიცი,სარაევოდან აიკში გადასვლა,რამდენად შეიძლება წინსვლად ჩაითვალოს?ზაფხულში,უფრო ძლიერი ლიგების იმედი მქონდა.ასეა თუ ისე,წარმატებებს ვუსურვებ.
ხვიჩა ქუვეითისკენ, ქართველები “ბარსასა” და “ბაიერნის” წინააღმდეგ და მატჩი ახალ წელს
ქართველი თავდამსხმელით ბერძნული გრანდი დაინტერესდა
გულიაშვილი თურქეთში გადაბარგდება? – ქართველის მიმართ ინტერესი ორ გუნდს აქვს
გულიაშვილის “სარაევომ” ახალი მწვრთნელი დანიშნა და ცნობილი ფეხბურთელი მიიყვანა – ქართველი თავად შესაძლოა, წავიდეს
გორდეზიანი “სარაევოში” გულიაშვილის თანაგუნდელი გახდა
[VIDEO] საგოლე პასების ჰეთ თრიკი – გულიაშვილის მაგარი მატჩი ბოსნიაში!
გულიაშვილი ზამთარში სავარაუდოდ, “სარაევოდან” წავა – ევროტურნირებზე მოთამაშე გუნდი, ან კარიერის შვედეთში გაგრძელება
“გულიაშვილის შეძენა ლეგენდარულმა ქართველმა ფეხბურთელმა შესთავაზა” – გიორგი ახალ გუნდში გადასვლას უახლოვდება
[VIDEO] “სარაევოს” საკუთარი გულშემატკივრები დაუპირისპირდნენ – გულიაშვილი და მისი თანაგუნდელები მოედნიდან პოლიციამ გაიყვანა



