საავტომობილო გზების დეპარტამენტის ცნობით, ქარბუქისა და შეზღუდული ხილვადობის გამო, კოდა–ფარცხისი-მანგლისი-წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის კმ94-კმ110 მონაკვეთზე, ფარავანის უღელტეხილზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.
უწყების ინფორმაციით, გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
