“დღეს ჩემი ინიციატივით შევხვდი ლევან ხაბეიშვილს. ასევე მქონდა კომუნიკაცია ნაციონალური მოძრაობის ლიდერებთან. ჩემი დამოკიდებულება 4 ის აქციასთან დაკავშირებით, არგუმენტები, თუ რატომ არ უნდა გამოვაცხადოთ ცვლილების თარიღები, თუ რატომ უნდა მოვუფრთხილდეთ ყველა პოლიტიკირ დაპირებას და სიტყვას რჩება იგივე. ამასთანავე, სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას ეს კამათები თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით. პატივისცემა მინდა გამოვხატო ართანამშრომლობაში და ბრძოლაში მყოფ ყველა ადამიანის და პარტიის მიმართ, ამ კონკრეტულ კონტექსტში კი თინა ბოკუჩავას და ლევან ხაბეიშვილის მიმართ. სწორი იდეის გარშემო ერთობით გავიმარჯვებთ.
ბოდიშს ვუხდი საზოგადოების ყველა წევრს, ვისი ენერგიაც ამ ეპიზოდზე დაიხარჯა”
