ვეტერანმა ფეხბურთელმა პაოლო დი კანიომ “ტორინოსა” და “ნაპოლის” 3:0 მატჩის შემდეგ Sky Calcio Club-თან ინტერვიუში “პარტენოპეის” შესახებ ისაუბრა.
მისი თქმით, გუნდს ხასიათი აკლია და ეს პრობლემა სწრაფად უნდა გამოსწორდეს.
“ეს ნამდვილად კატასტროფაა. თუმცა არ ვიყავით მართლები, როდესაც ლობოტკას ახალი ინიესტა ვუწოდეთ, კვარაცხელია კი კაკას შევადარეთ. “ნაპოლიმ” წარმატებას იმ ფეხბურთელებით მიაღწია, რომლებსაც აქამდე არაფერი ჰქონდათ მოგებული. თუმცა მაშინ მათ სპალეტი ჰყავდათ. ჩემი აზრით, მთავარი პრობლემა იმაშია, რომ გუნდს ლიდერი არ ჰყავს.
დი ლორენცო შეშინებულია, ნათანმა კი კიმ მინ-ჯეს შეცვლა სათანადოდ ვერ
მოახერხა”, – განაცხადა დი კანიომ.
შეგახსენებთ, “ნაპოლი” სერია A-ს სატურნირო ცხრილში 28 ქულით მე-9 ადგილს იკავებს.