„შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს“, – სალომე ზურაბიშვილი „აღდგომის ღამის“ აქციაზე

ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში საზოგადოებას ქაშვეთთან მისვლისკენ მოუწოდა და დაწერა:
,,აღდგომა არის კეთილის, მართალის, ტანჯულის გამარჯვების ღამე! ჩვენც შევუერთდეთ სინდისის პატიმრების მშობლებს და სოლიდარობა გამოვუცხადოთ. ერთად ვიმყოფებით მართალ ბრძოლაში სიძულვილის, შევიწროების, დაჩაგვრისა და დაშინების წინააღმდეგ. ვინც როგორც შეძლებს პარლამენტთან 7 საათზე, გმირთა მოედანზე 9 საათზე, მაგრამ ყველა ერთად, სანთლებით. ქაშვეთთან 11 საათზე და ერთად “ქრისტე აღდგა!”
19 აპრილს მოქალაქეები გეგმავენ, რომ აღდგომის დღესასწაულს რუსთაველზე ერთად შეხვდნენ. დაგეგმილია მსვლელობა გმირთა მოედანზე, სადაც ახალგაზრდები გეგმავენ სიმბოლურად ფიცის დადებას – ფიცის ტექსტს კი პროევროპულ აქციებზე დაკავებული პატიმრის, ზვიად ცეცხლაძის მამა წაიკითხავს.
აქციის მონაწილეები გმირთა მემორიალიდან კვლავ რუსთაველზე გადაინაცვლებენ და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს ქაშვეთთან შეხვდებიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვოლსკი – გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი – ისე ხატავენ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, ეკლესიისთვის ჩირქის მოცხება გრძელდება