პარტია „გახარია საქართველოსთვის” მზადაა შეუერთდეს მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას.
„ჩვენ არჩევნებში მონაწილეობა არ მონაწილეობაზე მსჯელობის ეტაპი უკვე გავლილი გვაქვს. მონაწილეობასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია პირველივე დღიდან ცნობილია. თუ პარტიები შეძლებენ შეთანხმებას არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით, ჩვენ გაგვიხარდება, ეს იქნება სწორი, პასუხისმგებლობიანი გადაწყვეტილება. ჩვენ აუცილებლად შევუერთდებით მერობის ნეიტრალური კანდიდატების შესახებ განხილვას. დღეს ჩვენი შემდეგი მიზანი ნეიტრალური კანდიდატების შერჩევაა”, — განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ბექა ლილუაშვილმა.
პარტიას „გახარია საქართველოსთვის“ გაცხადებული აქვს, რომ ემზადება 025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის. არჩევნებში მონაწილეობას არ გამორიცხავს და ოპოზიციას ამ თემაზე მსჯელობას სთავაზობს „ლელო“. ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ნაწილი ადგილობრივ არჩევნებს ბოიკოტს უცხადებენ.
