“შევ***ი მაკედონიელებსა და სერბებს” – რუსეთში მოთამაშე ალბანელმა ფეხბურთელმა ფანებს ამ შეძახილისკენ მოუწოდა [VIDEO]

ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მე-2 შეხვედრაში ალბანეთის ნაკრები ხორვატიას დაუპირისპირდა და დრამატულ მატჩში ფრედ, 2:2 ითამაშა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ 26 წლის ალბანელი ფორვარდი მირლინდ დაკუ, რომელიც ამჟამად ყაზანის “რუბინში” ირიცხება, თავისი ქვეყნის ფანებთან მივიდა და მეგაფონის დახმარებით შემდეგი სკანდირება დაიწყო:
“შევე****ი მაკედონიელებსა და სერბებს”, – თქვა დაკუმ, რასაც გულშემატკივრებიც აჰყვნენ.
ამ საქციელს უკვე გამოეხმაურა მაკედონიის საფეხბურთო ასოციაცია, რომელმაც ნაცისტური შეძახილების გამო დაკუს დასჯა მოითხოვა.
დაკუს უასპარეზია სამშობლოში, ასევე, კოსოვოს, ხორვატიისა და სლოვენიის ჩემპიონატებში. გასული სეზონის დასაწყისში კი “რუბინში” ჩაირიცხა, სადაც
28 შეხვედრაში 10 გოლი შეაგდო.
იტალიასთან მატჩში ის სათადარიგო გახლდათ, ხორვატიასთან კი ბოლო 8 წუთი ითამაშა.