შევეცადეთ, ეს პროცესი გამხდარიყო უფრო ჰუმანური, თუმცა კეკელიძის ქუჩაზე განვითარებული მოვლენები გვაჩვენებს, რომ გარკვეული მიმართულებები დასახვეწია –

პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის ს განცხადებით, “ქართული ოცნება” 2013 წლიდან მუშაობს იმაზე, რომ გამოსახლების პროცესი უფრო ლმობიერი და ჰუმანური ყოფილიყო.
მისი განმარტებით, კეკელიძის ქუჩაზე განვითარებულმა მოვლენებმა აჩვენა, რომ გარკვეული მიმართულებები დასახვეწია.
“ბუნებრივია, საპატრიარქოს ვეთანხმებით. “ქართულ ოცნებას” ეს მუშაობა დაწყებული აქვს 2013 წლიდან, რათა დაწესებულიყო სარგებლის მიღების ზედა ზღვარი, ასევე შემოტანილი იქნა სასამართლოს კომპონენტი. მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე ადამიანებს სახლებიდან ასახლებდა პოლიცია ძალიან მარტივად და უბრალოდ. ჩვენ შევეცადეთ, რომ ეს პროცესი გამხდარიყო უფრო ლმობიერი და ჰუმანური, თუმცა დღევანდელი სურათი და ის სამწუხარო მოვლენები, რომელიც კეკელიძის ქუცაზე განვითარდა გვაჩვენებს, რომ გარკვეული მიმართულებები დასახვეწია”, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

ასევე დაგაინტერესებთ

გვსურს, რაც შეიძლება მეტად აღვადგინოთ ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია და დიდ ინვესტიციებს ვდებთ განსაკუთრებით ინფრასტრუქტურაში, მაგისტრალების მშენებლობაში, საზღვაო პორტებში, აეროპორტებში, რკინიგზაში, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი მოთამაშე მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილის დაკავშირებადობის თვალსაზრისით

ჩვენ არ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ზოგიერთმა ძალამ ევროპული ინტეგრაციის საკითხი ქართველი ხალხის წინააღმდეგ შანტაჟის იარაღად გამოიყენოს, კვლავ გვაქვს მიზანი, გავხდეთ ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი, მაგრამ გვსურს ამ გზის გაგრძელება მხოლოდ წესების და სამართლიანობის პრინციპის შესაბამისად