,,პარლამენტის სამმა წევრმა, გივი მიქანაძემ, გიორგი სოსიაშვილმა და გიორგი კიკაბიძემ, რა თქმა უნდა ვიღაცების დავალებით და ვიღაცებისთვის, პარლამენტში დაჩქარებული წესით ( სად ეჩქარებათ, რომ ვერ გაგვიგია), გადაწყვიტა მეცნიერებათა აკადემიის წევრ-კორესპონდენტის დრომოჭმული საბჭოთა სისტემის აღდგენა. მეცნიერებათა აკადემია 30 წევრ-კორესპონდენტით უნდა შეივსოს. გუშინ მიიღეს პირველი მოსმენით და დღეს უკვე მოათავებენ.
ნახეთ, თუ როგორ სასაცილოდ ასაბუთებენ ამ კანონის დაჩქარებულად ანუ სასწრაფოდ მიღების აუცილებლობას:
“ ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკურმა და სოციალურმა განვითარებამ შეიძინა მკვეთრად გამოხატული დინამიკურობა, გაფართოვდა საგარეო ურთიერთობების სპექტრი, რამაც, თავის მხრივ, გაზარდა აკადემიის, როგორც საქართველოს მთავრობის მეცნიერული მრჩევლის, ვალდებულებების მოცულობა, რომელთა ეფექტიანი განხორციელებისათვის აუცილებელია უმოკლეს ვადებში აკადემიის რიგების შევსება ახალი ძალებით. გარდა აღნიშნულისა, მეცნიერებაში მიმდინარე სწრაფი ცვლილებების პირობებში ყალიბდება ახალი მიმართულებები. აღნიშნულის საპასუხოდ საჭიროა აკადემიამ ამ დარგებში დროულად აირჩიოს ლიდერი მეცნიერები”.
ლიდერი მეცნიერებიო:))
აი, ასე იწერება კანონები ნეპოტისტურად.
შევარდნაძის ერაში დავბრუნდით.“