შევარდნაძის დროს საწვავი 40 თეთრი ღირდა, მაშინ უკეთესი ცხოვრება იყო? თუმცა ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს ეს ფასები, წინასაარჩევნოდ გაახსენდათ, ისევე, როგორც დემოგრაფია

შევარდნაძის დროს საწვავი 40 თეთრი ღირდა, მაშინ უკეთესი ცხოვრება იყო? თუმცა ოპოზიციას საერთოდ არ აინტერესებს ეს ფასები, წინასაარჩევნოდ გაახსენდათ, ისევე, როგორც დემოგრაფია
„ედუარდ შევარდნაძის დროს საწვავი 40 თეთრი ღირდა, ე.ი რა გამოდის, მაშინ უკეთესი ცხოვრება იყო? მაგრამ აქაც სპეკულირებენ, მათ [ოპოზიციას] საერთოდ არ აინტერესებთ ეს ფასები, წინასაარჩევნოდ გაახსენდათ, ისევე, როგორც დემოგრაფია,“ – განაცხადა პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას პარტია „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა, დეპუტატმა მ.
მისივე თქმით, ოპოზიციის 1000-ლარიანი საპენსიო დანაპირები, სასპეკულაციო და საარჩევნოდ მოტანილი დანაპირებია და აბსოლუტური ტყუილი.
„ფასებზე იყო საუბარი, რა თქმა უნდა, ფასების დინამიკა ყველა ქვეყანაში ასეა. თუ შევადარებთ 2003 წელს, როდესაც ხელისუფლება გადმოიბარეს [ნაცმოძრაობამ], მნიშვნელოვნად ნაკლები იყოს ფასები, ვიდრე 2012 წელს, როდესაც ჩვენ გადმოვიბარეთ. ედუარდ შევარდნაძის დროს საწვავი 40 თეთრი ღირდა, ე.ი რა გამოდის, მაშინ უკეთესი ცხოვრება იყო? მაგრამ აქაც სპეკულირებენ, მათ საერთოდ არ აინტერესებთ ეს ფასები, წინასაარჩევნოდ გაახსენდათ, ისევე, როგორც დემოგრაფია. როცა ხაბეიშვილმა გამოიტანა ფასთა ჩამონათვალი, რომ თითქოს ზეთის 6 ლარზე ნაკლები არ ღირს და ხორცი ყველაზე ნაკლები 27 ლარია, სწორედ, მაშინ, იმ დღესვე წავედი კარფურში და იგივე პროდუქცია შევიძინე, რაც მან გამოიტანა, ოღონდ არა 74 ლარი, არამედ, 60 ლარი დაჭირდა ამას.
თუმცა გავყვეთ მათ ანგარიშს – დღეს ადამიანს 42 ლარით მეტი ჭირდება პროდუქტების შესაძენად, ვიდრე 2012 წელს, მაგრამ შევადაროთ, 2012 წელს მაქსიმალური პენსია 125 ლარი იყო. 115 ლარი იყო 70 წელს ქვემოთ, ხოლო 70 წელს გადაცილებულ პენსიონერს 125 ლარი ჰქონდა. დღეს 315-დან 500 ლარამდე პენსია. ანუ, თუ დავარქმევთ 42 ლარს პირობითად 1 კალათას, მაშინ გამოდის, რომ 3 კალათას ყიდულობდა იმ პენსიით. დღეს კი შეუძლია 6-8- 10 კალათა შეიძინოს. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სოციალური მდგომარეობა ქვეყანაში კარგი და საუკეთესოა, თუმცა იმ პერიოდთან შედარებით ბევრად უკეთესია.
აქვე გეტყვით, რომ მათი მხრიდან, 1000-ლარიანი საპენსიო დანაპირები, სასპეკულაციო, სავაჭრო, საარჩევნო მოტანილი დანაპირებია და ეს არის აბსოლუტური ტყუილი. დემოგრაფიაზე საუბრობენ ადამიანები და მათ დროს, 2012 წელს 23 ათასამდე იყო პატიმართა რიცხვი გაზრდილი და აქედან რეპროდუქციული ასაკის 60-70%-ი იყო. სამართლიანობაზე საუბრობენ, როდესაც ქუჩაში გამოჰქონდათ განაჩენები და ახალგაზრდებს ქუჩაში ხვრეტდნენ. საბედნიეროდ, ეს ყველაფერი დავიწყებულია, მაგრამ მათ ამის რეაბილიტაცია სურთ,“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.