“შევარდნაძის დროს არ ყოფილა დეფიციტი ინსულინზე” – რაში დებს ბრალს მინისტრი მშობლებს, რომლებიც შვილებისთვის წამალს ითხოვენ!

პროდიუსერი, მარიამ ხუნწარია;
მ ჩამოგვირეკა და გვითხრა რომ ინსულინს რომელსაც მოიხმარდა ჩემი შვილი ვეღარ ავიღებთ, რადგან მწარმოებელი კომპანია აღარ აწარმოებდა, როცა უთხრა ერთმა მშობელმა გავარკვევ ამ ამბავსო, უი უი უკაცრავად დროებით არის შეზღუდულიო და გადასვლა მოგიწევთ სხვაზე დროებითო, ეს არის სიცრუე, მე სულ ფეხებზე მკიდია ვინ ქოცს დაიჭერენ და ვინ ქოცს მოკლავენ, მე მაინტერესებს ჩემი შვილის ჯანმრთელობა, მაგრამ მთელი დღე ვსაუბრობთ ამათ შემოგდებულ თემებზე ვის მიატანინეს მილიონი და ვინ ქოცი დაიჭირეს, არ მაინტერესებს ეგ საკითხი, შევარდნაძის დროს არ ყოფილა დეფიციტი ინსულინზე, პრეპარატზე რომელზეც დამოკიდებულია ჩვენი შვილების სიცოცხლე, გაწამებულ მშობლებს ყოველ დღე დამატრბით ბრძოლა გვიწევს სახელმწიფოსთან რომ შვილები გადავარჩინოთ, ჯერ იყო და რაღაც სენსორები მოგვიყარეს რომელსაც ჩემი შვილი ვერ იყენებს( ხელი დაუჩირქა), მე მიწევს ვიყიდო შავ ბაზარზე სენსორი რომ ვუკონტროლო შაქარი, დეფიციტია საზომ ჩხირებზე და არც ამაზე აქვთ პასუხი როდის იქნება, სთან შეკრული ექიმები თამაშობენ ჩვენი შვილებია ჯანმრთელობით,საცდელ ვირთხებად გადაგვაქციეს, გვაიძულებენ ჩავბარდეთ ევროპაშვი შვილებიამად რომ სიცოცხლე შევუნარჩუნოთ, რატომ უნდა უზრუნველყოს ჩემი შვილის ჯანმრთელობა ევროპის გადასახადების გადამხდელმა მაშინ როცა მე მთელი ცხოვრებაა ვმუშაობ და ამათ ვუხდი გადასახადებს, რატომ უნდა გავიხადო თავი დევნილად? რატომ უნდა ვიხადო ჩემ ჯღან მანქანაში ქონების გადასახადი როცა მილიონებს იპარავრნ სხვები? იმიყომ რომ პატიოსნად ვშრომობ? იმიტომ რომ არავისთვის არაფერი მოუპარავს ჩემ ოჯახს ამისთვის ვისჯები? იმსულინზე დამოკიდებული მენახეთ ყველა ვინც ასე გულგრილად უყურებთ ჩვენი შვილების სიცოცხლეს, ეს სახელმწიფო არაა ეს არის სასაკლაო.
ჯანდაცვის მინისტრი ადასტურებს, რომ პრეპარატი მართლაც დეფიციტშია, თუმცა, მიუხედავად ამისა, მაინც ამტკიცებს, რომ ეს მცდარი ინფორმაციაა და “ხელოვნური აჟიოტაჟი”.
მან დღეს ბრიფინგზე წაიკითხა,, რომ მართალია აჟიოტაჟი, თურმე, ხელოვნურია, მისი თქმით, მაგრამ წამალი დეფიციტშია! იმიტომ, რომ “ნოვო ნორდისკი“-მა ყოველგვარი ახსნის გარეშე დაარღვია ხელშეკრულება”. თუმცა, კომპანიასთან ხისტად არ ვიქცევით, რადგან “ვითვალისწინებთ მათი პროდუქტის მიმართ, ტიპი 1 დიაბეტის მქონე პირთა, მათ მშობელთა კეთილგანწყობას” -ო. მინისტრი, იქვე სხვა პრეპარატს “არეკლამებს” და ამბობს, რომ ისიც კარგი წამალია და რომ მშობლებს შეუძლიათ ამ მეორე მედიკანტზე გადაიყვანონ შვილები.
საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, იქნებ, გამოაქვეყნოს მინისტრმა კომპანიის უარი! ხომ აქვს სამინისტროს კომპანიის წერილობითი უარი? ან ხელშეკრულება, ან თანხის ჩარიხვის დოკუმენტი და მედიკამენტის მოწოდების განრიგი! ნაცვლად იმისა, რომ მშობლებს “ხელოვნური აჟიოტაჟი” და სიცრუე დააბრალოს იმაში, რასაც თავად ადასტურებს!