შევალიემ შეიძლება საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს

პსჟ-ს მეკარემ ლუკა შევალიემ შეიძლება მსოფლიო ჩემპიონატის წინ საფრანგეთის ნაკრებში ადგილი დაკარგოს, – იტყობინება „ეკიპი“.
მწვრთნელმა დიდიე დეშამმა ბრაზილიასთან (2:1) და კოლუმბიასთან (3:1) ამხანაგურ მატჩებამდე გამოაცხადა, რომ შევალიე მაიკ მენიანის და ბრის სიმბას შემდეგ მესამე მეკარე იქნებოდა.
ეროვნულ გუნდში მიიჩნევენ, რომ შევალიეს თავდაჯერებულობა აკლია და იმაზე დაბალ დონეზე თამაშობს, ვიდრე სეზონის დასაწყისში.
შევალიემ ბოლოს პსჟ-ში 23 იანვარს ითამაშა, რის შემდეგაც გუნდის ძირითადი მეკარე მატვეი საფონოვი გახდა.